01:04 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8086
  • 100 RUB4.1842
  • USD3.2181
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (259)
76 0 0

ცესკოს მტკიცებით, ის ბრალდებები, თითქოსდა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ შეატყობინა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს პირველი სხდომების გამართვის შესახებ, არის უსაფუძვლო

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, მოქმედ დეპუტატ აზერ სულეიმანოვსა და „ქართული ოცნების“ შტაბის უფროს ამირან გიორგაძეს შორის. ინციდენტი სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მალევე განიმუხტა.

მანამდე საოლქო კომისიასთან მომხდარი კიდევ ერთი ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ანა ილურიძის განცხადებით, ადამიანთა ჯგუფი კომისიის შენობაში შეჭრას ცდილობდა და მათ მუშაობას ხელს უშლიდა, შემდეგ კი კომიასიაში დასაქმებულ პირს  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მარნეულში ოპოზიციური პარტიის აქტივისტს ტირის თოფიდან ესროლეს>>

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მტკიცებით, საოლქო კომისიამ გუშინ პირველი სხდომები ჩაატარა და უბნების ხელმძღვანელი პირები მათგან ჩუმად აირჩია, ამიტომ, დღეს პროტესტი გამოხატეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო), სადაც ნათქვამია,რომ ცესკო გმობს ძალადობისა და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობის ფაქტებს. 

ცესკოს მტკიცებით, ის ბრალდებები, თითქოსდა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ შეატყობინა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს პირველი სხდომების გამართვის შესახებ, არის უსაფუძვლო და სიცრუის ტირაჟირება, რადგანაც ყველა წევრთან ხორციელდებოდა მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო საშუალებებზე (ტელეფონის ნომრებზე) დაკავშირება.

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობას ამჟამად პოლიცია იცავს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის  126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (259)

მთავარი თემები