ჯავახეთის მოსახლეობამ ღამით საქართველო–თურქეთის საერთაშორისო გზა გადაკეტა

© Sputnik / STRINGERსამცხე–ჯავახეთი
სამცხე–ჯავახეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები საქართველო–სომხეთის საზღვრის გახსნას მოითხოვდნენ, რათა ჯავახეთის მცხოვრებლებმა სომხეთში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა მოახერხონ.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. ჯავახეთის მოსახლეობამ, რომელიც უმეტესად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული, ამ ღამით სოფელ კარწახში საქართველო–თურქეთის საერთაშორისო ტრასა გადაკეტა, იუწყება ადგილობრივი სააგენტო JNEWS.

ასე შეეცადნენ აქციის მონაწილეები სატვირთო ავტომობილების მოძრაობის აკრძალვას. მათი თქმით, ამ გზით თურქეთი აზერბაიჯანში იარაღს გზავნის.

სესიაშვილი: საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს იარაღის ტრანზიტზე უარი უთხრა>>

„სანამ სომხეთ–საქართველოს საზღვარი არ გაიხსნება, რომ ჩვენი დახმარება სომხეთში ჩავიდეს, თურქული სატვირთოები საქართველოში ვერ შემოვლენ“, – აცხადებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ისინი მოითხოვდნენ საქართველო–სომხეთის საზღვრის გახსნას, რათა მიეცეთ შესაძლებლობა, გაგზავნონ ჰუმანიტარული ტვირთი და მოხალისეების სახით გაემგზავრონ მთიან ყარაბაღში.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შეტევა მთიან ყარაბაღში - Sputnik საქართველო
ბრძოლები გაძლიერდა: ბოლო ცნობები და ვიდეოანგარიში მთიანი ყარაბაღიდან

სააგენტოს ინფორმაციით, კარწახში დაახლოებით ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც სკანდირებდნენ „სომხეთი“ და „არწახი“ (ასე უწოდებენ სომხები ყარაბაღს). ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, ასევე მივიდნენ საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი სამველ მანუკიანი და ყოფილი დეპუტატი სამველ პეტროსიანი.

აქციის მონაწილეები დაიშალნენ რამდენიმე საათის შემდეგ, გზა გახსნეს. თურქული ნომრების მქონე სატვირთო ავტომობილები სოფელ კარწახთან ახლოს იყვნენ გაჩერებული.

ამ დროისთვის სოფელში მშვიდი ვითარებაა. პოლიცია სოფელ კარწახში პატრულირებს.

საქმის ვითარება

მღელვარება ჯავახეთში მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ დაიწყო.

საქართველოს პარლამენტში სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს>>

სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა არტილერია გამოიყენა მათ წინააღმდეგ და რომ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

კონფლიქტის ესკალაციაში ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საგარეო უწყება: საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს ყარაბაღში სიტუაციის დეესკალაციას

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0