21:14 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (96)
182 0 0

საქართველო კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უჭერს მხარს და მხარეებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, განაცხადა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ

ბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს თავისი ტერიტორიის გავლით იარაღის ტრანზიტზე უარი განუცხადა და ისინი ამას გაგებით მოეკიდნენ, განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს>>

სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა, მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ, 27 სექტემბერს საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. კონფლიქტის ესკალაციაში ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მესამე დღეა, რაც მთიან ყარაბაღში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. არის მსხვერპლი ორვე მხარეს.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ორივე სახელმწიფო უფრთხილდება ჩვენს პოზიციებს. საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები შეიძლება რომელიმე ქვეყანამ გამოიყენოს ტრანზიტისთვის და საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის, ჩვენ ამაზე მკაფიო უარი გვაქვს გაცხადებული ყველასთვის. ეს ჩვენმა მეზობლებმა იციან, ამ მიდგომას პატივისცემით ეპყრობიან და უფრთხილდებიან. ვაანალიზებთ სიტუაციას, პროცესს თვალ-ყურს ვადევნებთ და ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ“, – განუცხადა სესიაშვილმა ჟურნალისტებს.

მან აღნიშნა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უჭერს მხარს და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

საგარეო უწყება: საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს ყარაბაღში სიტუაციის დეესკალაციას>>

„საქართველოს ერთგვარი ნეიტრალური პოზიციები აქვს ამ კონფლიქტთან მიმართებით გასაგები მიზეზების გამო, რამდენადაც ჩვენ გამორჩეული კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (96)

მთავარი თემები