სომეხმა მებაჟეებმა გადამზიდავებს მოუწოდეს, ქვეყანაში შესვლისას უსაფრთხო გზით ისარგებლონ

© photo : official site of the President of RAსომხეთ-საქართველოს საზღვარზე სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ბავრა“
სომხეთ-საქართველოს საზღვარზე სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ბავრა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო მდგომარეობის პირობებში კომიტეტი მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღება გამოიჩინონ და უფრო უსაფრთხო მარშრუტები შეარჩიონ

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი სატვირთო მანქანების მძღოლებს მოუწოდებს, ქვეყანაში შედარებით უსაფრთხო მარშრუტით შევიდნენ, იუწყება Sputnik-სომხეთი.

მთიან ყარაბაღში მდგომარეობა 27 სექტემბერს, დილით, კვლავ მკვეთრად დაიძაბა - ბაქო და ერევანი ვითარების გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა, აზერბაიჯანის ძალებმა კი კონტრშეტევა განახორციელეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო შეტევები“ განახორციელა. 

სამხედრო კონფლიქტი ყარაბაღში - Sputnik საქართველო
რა ხდება მთიან ყარაბაღში? ბაქოს და ერევნის ვერსიები

კომიტეტი მძღოლებს მოუწოდებს, სომხეთში ბაგრატაშენის გამშვები პუნქტის ნაცვლად, ბავრას საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით შევიდნენ. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კომიტეტი მოელაპარაკა კოლეგებს საქართველოში, რომ სომხეთისკენ მიმავალი სატვირთო მანქანები ბავრას მიმართულებით გაემგზავრონ.

კომიტეტი კვლავ მოუწოდებს მძღოლებს, სამხედრო მდგომარეობის პირობებში სიფრთხილე გამოიჩინონ და შედარებით უსაფრთხო მარშრუტი შეარჩიონ.

აღსანიშნავია, რომ ბაგრატაშენიდან ერევნისკენ მიმავალი სახელმწიფოთაშორისი გზატკეცილის ცალკეული მონაკვეთები აზერბაიჯანის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.

საქართველოს საზღვარი სომხეთთან და აზერბაიჯანთან კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო კვლავ ჩაკეტილი რჩება. საქართველო-სომხეთის საზღვარზე მხოლოდ სატვირთო მანქანები გადადიან.

რეჯებ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
„სომხეთი უნდა წავიდეს ყარაბაღიდან“: ერდოღანი თურქეთის პოზიციას ახმოვანებს

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

 

ყველა ახალი ამბავი
0