„სომხეთი უნდა წავიდეს ყარაბაღიდან“: ერდოღანი თურქეთის პოზიციას ახმოვანებს

© REUTERS / PRESIDENTIAL PRESS OFFICEრეჯებ თაიიფ ერდოღანი
რეჯებ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერდოღანმა ეუთოს მინსკის ჯგუფი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების უუნარობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „უკვე 30 წელია ამ საკითხის გადაჭრა ვერ შეძლეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არც გადაჭრილიყო“.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. დადგა დრო, დასრულდეს სომხეთის მიერ აზერბაიჯანული მიწების ოკუპაცია, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა სტამბულში გამოსვლისას.

თურქეთის პრეზიდენტის გამოსვლა Twitter-ით გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში.

​„დადგა დრო, ბოლო მოეღოს სომხეთის მიერ აზერბაიჯანული მიწების ოკუპაციას, ანგარიშის გასწორების დროა. წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთი განაგრძობს თვითნებობას. ის უნდა წავიდეს ოკუპირებული მიწებიდან. ყველამ იცის, რომ ეს აზერბაიჯანის მიწებია“, — აღნიშნა მან.

ამასთან ერდოღანმა ეუთოს მინსკის ჯგუფი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების უუნარობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „უკვე 30 წელია ამ საკითხის გადაჭრა ვერ შეძლეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არც გადაჭრილიყო“.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ცეცხლი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
„თუ საჭირო გახდა“, ერევანი ყარაბაღში „ისკანდერებს“ და გამანადგურებლებს გამოიყენებს

ამის პასუხად სომხეთის პარლამენტმა ყარაბაღის ომთან დაკავშირებით დღეს გამართულ საგანგებო სხომაზე მიღებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანის ავანტიურას, რომელიც თურქეთის ღია მხარდაჭერით დაიწყო, საერთაშორისო საზოგადოებამ სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება უნდა მისცეს“.

უკვე მეორე დღეა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ორივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს შორის არის მსხვერპლი. ბაქო და ერევანი კონფლიქტის ესკალაციას ერთმანეთს აბრალებენ.

სომხეთმა და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. მოგვიანებით სამხედრო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა აზერბაიჯანშიც.

 

ყველა ახალი ამბავი
0