შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი თქვა

© Sputnik / STRINGERმცხეთის რეგიონული სასამართლო
მცხეთის რეგიონული სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე წინასწარი მოსმენები დასრულდა, მოსამართლემ დღეს არსებითი მოსმენების დაწყების თარიღი გამოაცხადა.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის გახმაურებელ საქმეზე დაკავებულმა სამმა სრულწლოვანმა ბრალდებულმა წინასწარი მოსმენის დროს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულების ადვოკატებმა განუცხადეს.

დღეს დასრულდა წინასწარი მოსმენები შაქარაშვილის საქმეზე. სასამართლო მკვლელობის საქმის არსებით განხილვაზე გადადის, რომელიც მცხეთის სასამართლოში 8 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

მცხეთის სასამართლო – შაქარაშვილის მკვლელობის საქმე - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება

ასევე სასამართლომ დღეს არ დააკმაყოფილა ხუთი ბრალდებულის ადვოკატების შუამდგომლობა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე. 

შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. აქედან ხუთს მკვლელობა ედება ბრალად, ხოლო დანარჩენებს – ჯგუფური ძალადობა.

პროცესების ნაწილი დახურულ რეჟიმში იმართება, რადგან დაკავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.

ამ შემთხვევას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი – ერთი მცხეთაში და მეორე თბილისი–მცხეთის გზაზე.

ყველა ახალი ამბავი
0