სექსი გულის შეტევიდან მოკლე ხანში უნდა აღდგეს: ებრაელი მეცნიერები წარმოდგენებს ამსხვრევენ

CC BY 2.0 / Charlotte Astrid / გულის შეტევის სიმპტომები ქალებში
გულის შეტევის სიმპტომები ქალებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისრაელში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ გულის შეტევიდან რამდენიმე თვეში ნორმალური სქესობრივი ცხოვრების აღდგენას ნამდვილად შეუძლია გააუმჯობესოს პაციენტის სიცოცხლისუნარიანობა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. გულის შეტევის გადატანის შემდეგ ბევრ ადამიანს მიჩნია, რომ სექსუალური ცხოვრების ძალიან მალე განახლება ახალი შეტევის პროვოცირებას უწყობს ხელს. მაგრამ ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაფერი პირიქითაა, წერს გამოცემა WebMD თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც 23 სექტემბერს გამოქვეყნდა გამოცემაში European Journal of Preventive Cardiology.

გულის შეტევა - Sputnik საქართველო
მოახლოებული გულის შეტევის უპირველესი ნიშნები: გერმანელი კარდიოლოგი სამ სიმპტომს ასახელებს

ისრაელში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ გულის შეტევიდან რამდენიმე თვეში ნორმალური სქესობრივი ცხოვრების აღდგენას ნამდვილად შეუძლია გააუმჯობესოს პაციენტის სიცოცხლისუნარიანობა.

წამყვან სპეციალისტს იარივ ჰერბერს მიაჩნია, რომ სექსის აღდგენა ადამიანს თავს უფრო მხნედ და ახალგაზრდად აგრძნობინებს, რაც მის ფსიქიკაზე დადებითად აისახება.

„სექსუალურობა და სექსუალური აქტივობა კარგი ფიზიკური მდგომარეობის ნიშანია. გულის შეტევიდან მოკლე ხანში სქესობრივი ცხოვრების აღდგენით ადამიანი თავს უფრო ახალგაზრდად და ენერგიულად იგრძნობს. ამას პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია“, — აცხადებს ებრაელი მეცნიერი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰერბერის გუნდმა 65 წლის და ოდნავ უმცროსი ასაკის დაახლოებით 500 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, რომლებმაც 1992–93 წლებში გულის შეტევა გადაიტანეს.

გული - Sputnik საქართველო
როგორ შევაჩეროთ გულის შეტევა 1 წუთში

აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც გულის შეტევიდან პირველ ექვს თვეში რეგულარულად იყო დაკავებული სექსით, სიკვდილის რისკი 35%-ით ნაკლებად ემუქრებოდა, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ შეწვიტა სქესობრივი ცხოვრება.

მკვლევარების თქმით, სექსი — ეს ფიზიკური ვარჯიშის ფორმაა, რომელიც ზრდის გულის შეკუმშვების სიხშირეს და ასევე არტერიულ წნევას. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში სექსს, ისევე, როგორც სპორტს, გულის შეტევის პროვოცირება შეუძლია, თელავიველი სწავლულები ირწმუნებიან, რომ ამის რისკი სპორტთან შედარებით ბევრად დაბალია.

იარივ ჰერბერის თქმით, სწორედ ამ (და კიდევ სხვა მიზეზებითაც) ზოგი პაციენტი, მათ შორის ახალგაზრდებიც, ვერ ბედავს სქესობრივი ცხოვრების განახლებას გულის შეტევიდან დიდი ხნის განმავლობაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0