ქუთაისში გინეკოლოგები სამშობიაროს კოვიდ-ცენტრად გადაკეთებას აპროტესტებენ

© AP Photo / Natacha Pisarenkoკორონავირუსით დაავადებული პაციენტის მკურნალობა
კორონავირუსით დაავადებული პაციენტის მკურნალობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიკოსები ირწმუნებიან, რომ სამშობიაროში არ არის სათანადო ინვენტარი და აღჭურვილობა იმისათვის, რომ კლინიკამ კოვიდცენტრად იმუშაოს.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისის მესამე სამშობიარო სახლის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

მედიკოსებმა ამ ფორმით კლინიკის ხელმძღვანელობის ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომელის თანახმადაც ეს სამედიცინო დაწესებულება კოვიდ ცენტრად უნდა გადაკეთდეს.

„ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილებას ის იღებს და არ აინტერესებს თანამშრომლების პროტესტი. გვითხრეს, რომ ვისაც უნდა, დარჩება და იმუშავებს. მაგრამ როგორ წარმოუდგენიათ, გინეკოლოგმა ეპიდემიოლოგად იმუშაოს?“, - განაცხადა კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
COVID-19-ის მკურნალობა სახლში: ჯანდაცვის სამინისტრომ დეტალური ინსტრუქცია შეიმუშავა

კლინიკის 55 თანამშრომელი მოვითხოვს, გამოუყონ ფართი, სადაც ისინი თავიანთი პაციენტების მიღებას შეძლებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გინეკოლოგები აქციების გაგრძელებას აპირებენ.

მედიკოსები ასევე აცხადებენ, რომ სამშობიაროში არ არის სათანადო ინვენტარი და აღჭურვილობა იმისათვის, რომ კლინიკამ კოვიდცენტრად იმუშაოს.

სამშობიაროს ხელმძღვანელის მედეა შავიშვილის თქმით, კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთება სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა და ექიმების პროტესტი უსაფუძვლოა.

კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ბათუმში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა >>

შავიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კლინიკა კოვიდცენტრად რამდენიმე თვით გადაკეთდება. ამ დროის განმავლობაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ და თანამშრომლების ნაწილს შესთავაზეს ამ პირობებში ემუშავათ, რაზეც უარი მიიღეს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0