შენგელიამ ЦСКА-ს შემადგენლობაში პირველივე ოფიციალურ მატჩში მუხლი დაიზიანა

© photo: Baskonia / FBთორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დროის იმ ხანმოკლე მონაკვეთში, რომელიც შენგელიამ პარკეტზე გაატარა, ქართველმა ფორვარდმა ორი ქულის მოპოვება და ორი მოხსნის გაკეთება მოასწრო

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომელიც მოსკოვის ЦСКА-ს შემადგენლობაში თამაშობს, გუნდის პირველივე ოფიციალურ შეხვედრაზე მუხლი დაიზიანა, აღნიშნულია კლუბის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
თორნიკე შენგელიამ ახალ გუნდში პირველი ჯილდო დაიმსახურა

VTB ლიგის სადებიუტო შეხვედრაში ყაზახური „ასტანას“ წინააღმდეგ შენგელიამ პარკეტზე მხოლოდ 3 წუთი და 19 წამი გაატარა, რის შემდეგაც მუხლი დაიზიანა. მაგრამ, როგორც ჩანს, ტრავმა სერიოზული არაა. შენგელიას დაზიანებული ადგილი გაუყინეს და ის სათადარიგო სკამთან ითელებოდა იმ იმედით, რომ თამაშს დაუბრუნდებოდა. თუმცა საბოლოო ჯამში მოედანზე შენგელია მატჩის განმავლობაში აღარ გასულა.

რაც შეეხება შეხვედრის შედეგს, ЦСКА-მ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 93:60. დროის იმ ხანმოკლე მონაკვეთში, რომელიც შენგელიამ პარკეტზე გაატარა, ქართველმა ფორვარდმა ორი ქულის აღება და ორი მოხსნის გაკეთება მოასწრო. საუკეთესო შედეგს კი გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში მიაღწია მაიკ ჯეიმსმა, რომელმაც გუნდს 21 ქულა მოუტანა.

მომდევნო შეხვედრას VTB ლიგის ფარგლებში ЦСКА 26 სექტემბერს პერმის „ამკარის“ წინააღმდეგ გამართავს.

შენგელია ЦСКА-ში მიდმინარე წლის ივლისში გადავიდა ესპანური „ბასკონიიდან“, სადაც 2014 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონზე მისი კლუბი ქვეყნის ჩემპიონი გახდა (პირველად 2010 წლის შემდეგ). 28 წლის ქართველ კალათბურთელს მოსკოვის ЦСКА-სთან სამწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

ყველა ახალი ამბავი
0