გამყრელიძე: პირბადე კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე მძლავრი იარაღია

გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3913-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1574, გარდაიცვალა 23 პაციენტი.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საჭიროა გავაძლიეროთ პირბადის კულტურა. ძალიან გთხოვთ, ტელევიზიები, მედია მოგვეხმარეთ, რომ ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე მივიტანოთ, მიმართა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

ნათია მეზვრიშვილი - Sputnik საქართველო
მეზვრიშვილი: ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება

დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 218-ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 40-ით გაიზარდა. დღეს ასევე დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების სამი ფაქტი.

გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციები და აუცილებლად ატარონ პირბადე.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით სერიოზული საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა დაიწყოს.

„ქვეყანაში უნდა გავაძლიეროთ პირბადის კულტურა. უნდა დავიცვათ რეგულაციები და ყველგან, სადაც დისტანცია არაა დაცული, პირბადე უნდა გვეკეთოს. ძალიან გთხოვთ, ტელევიზიები, მედია მოგვეხმარეთ, ადამიანებამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია, რომ როცა პირბადე ორ ადამიანს უკეთია და მათგან ერთი ინფიცირებულია, გადადების შანსი ერთ პროცენტზე ნაკლებია. კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე უფრო მძლავრი იარაღი პირბადე, დისტანცია და ხელების ხშირი დაბანაა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, წესების დაცვით შესაძლებელი გახდება  ქვეყანაში დაავადების გავრცელების შეკავება, რათა ის ფართომასშტაბიან ეპიდემიაში არ გადაიზარდოს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3913-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1574, გარდაიცვალა 23. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0