COVID-19 ზუგდიდში: ოქროს ბირჟა დაიკეტა, ვირუსი დაუდასტურდა ეკლესიის მესანთლესაც

© Sputnik / STRINGERზუგდიდის საავადმყოფო
ზუგდიდის საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3913-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1574, გარდაიცვალა 22 პაციენტი.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსი ორ ადამიანს დაუდასტურდა, განუცხადა სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მალხაზ თორიამ ტელეკომპანია Rustavi2-ს. 

ბათუმი - Sputnik საქართველო
ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარას უკავშირდება

თორიას თქმით, ინფიცირებულებიდან ერთი 50 წლის მამაკაცია, რომელიც ოქროს ბირჟის თანამშრომელია. ამ დროისათვის ობიექტი დაკეტილია და სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. ეპიდემიოლოგებმა ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 45 პირის იდენტიფიცირება შეძლეს, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი.

რაც შეეხება მეორე ინფიცირებულს, ის ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის მესანთლე, 72 წლის ქალია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ათი დღის განმავლობაში თბილისში იმყოფებოდა და ზუგდიდში ჩასვლისთანავე ცხელების ნიშნებით კლინიკას თავად მიმართა. ეპიდემიოლოგებმა ამ დრომდე ინფიცირებულის 25 კონტაქტი მოიძიეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3913-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1574, გარდაიცვალა 22. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0