მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პრეზიდენტები, ნიანგის ხმა, წარბების ფორმა და ახალი დიაგნოზი: რისთვის გაიცა „შნობელი“ წელს

© photo: Sputnik / Mikhail Klimentiev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი
ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„შნობელის პრემიის“ კომიტეტმა წელს 3 ათასი ზიმბაბვური დოლარით, მეცნიერების გარდა, დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი, ალექსანდრ ლუკაშენკო და სხვა რამდენიმე ქვეყნის ლიდერებიც დააჯილდოვა.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ჰარვარდის უნივერსიტეტმა ტრადიციულად გასცა ყოველწლიური „შნობელის პრემია“ ყველაზე უცნაური სამეცნიერო კვლევებისთვის, თუმცა დაჯილდოებულთა შორის ასევე აღმოჩნდნენ სახელმწიფოთა მეთაურებიც: დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი, ალექსანდრ ლუკაშენკო და სხვები. 

აღსანიშნავია, რომ პრემიის გადაცემის ცერემონია ონლაინ-ფორმატში გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, 3 ათასი ზიმბაბვური დოლარის (სწორედ ამდენია შნობელის პრემია, რაც ოდნავ აღემატება 8 ამერიკულ დოლარს) პრიზიორთა შორის არიან თურქეთის, თურქმენეთის, ბრაზილიის, მექსიკისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებიც.

რაც შეეხება „შნობელით“ აღნიშნულ სამეცნიერო ნაშრომებს, მათ შორისაა ავსტრიელი, იაპონელი და ამერიკელი მეცნიერების კვლევა, რომლებმაც დაადგინეს, როგორ იცვლება ნიანგის ხმა ჰელიუმის ჩასუნთქვის შემდეგ.

„შნობელის“ ლაურეატი გახდა ამერიკელი მკვლევარი რიკ ვეტერიც, რომელმაც გაარკვია, რომ ენტემოლოგთა (მწერების შემსწავლელი მეცნიერება) დიდ ნაწილს ობობებისა ეშინია.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზეა წარდგენილი

პრემია ასევე მიიღეს ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა მასალათა გამძლეობის დარგში, რომლებმაც გამოიკვლიეს, რა შეიძლება გაიჭრას ადამიანის გაყინული ფეკალიებისგან დამზადებული დანით. აღმოჩნდა, რომ ასეთი მხოლოდ სალაა.

პრემია გაიცა ფსიქოლოგიის დარგშიც და ის კანადელ სწავლულებს ერგოთ. მათ მეცნიერულად ახსნეს, როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ნარცისი წარბების ფორმით.

მედიცინის სფეროში ჯილდო ნიდერლანდელმა მეცნიერებმა მიიღეს ახალი დიაგნოზის — მიზოფონიის გამოგონებისთვის. თურმე სწორედ ეს დაავადება აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც კევის ღეჭვის, ხვნეშისა და სუნთქვის ხმებიც კი აღიზიანებთ.

ყველაზე რომანტიკული პრემია ეკონომიკის დარგში გაიცა და ის მეცნიერთა იმ ჯგუფს ერგო, რომელიც შეეცადა სხვადასხვა ქვეყნებში შემოსავლებსა და ტუჩებში კოცნის რაოდენობას შორის არსებულ შეუსაბამობათა კავშირი ეპოვა.   

ქალის სახე - Sputnik საქართველო
რაზე მეტყველებს თქვენი წარბები: დადასტურებულია კვლევებით

მშვიდობის „შნობელის“ პრემია პაკისტანელ და ინდოელ დიპლომატებს გადაეცათ აურაცხელი საინფორმაციო პუბლიკაციებით ერთმანეთისთვის გულის გაწყალების უნარისთვის.

ცნობილი ადამიანები: ნობელის პირველი ლაურეატი ქალი საქართველოში ცხოვრობდა>>

რაც შეეხება პრემირებულ პრეზიდენტებსა და პრემიერებს, ირკვევა, რომ მათ „შნობელი“ სამედიცინო განათლების სფეროში დაიმსახურეს, ვინაიდან COVID-19-ის პანდემიის დროს მათ მსოფლიოს აჩვენეს, რომ პოლიტიკოსები უფრო ძლიერ გავლენას ახდენენ სიცოცხლესა და სიკვდილზე, ვიდრე მკვლევარები და ექიმები.

სხვათა შორის, ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ეს რიგით მეორე „შნობელია“. პირველი მან 2013 წელს მიიღო აპლოდისმენტების აკრძალვისთვის. მაშინ ბელარუსმა მილიციელებმა (რომლებმაც ჯილდო პრეზიდენტთან გაინაწილეს) ცალხელა მამაკაცი დააკავეს საჯარო აპლოდისმენტებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0