ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით მონეტარული პოლიტიკა უცვლელი რჩება

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი, სადაც ეროვნული ბანკია განთავსებული
იუსტიციის სახლი, სადაც ეროვნული ბანკია განთავსებული - Sputnik საქართველო
გამოწერა
მონეტრული პოლიტიკის კომიტეტმა გაითვალისწინა რისკები, რომლებიც სავალუტო ბაზრებზე ლარის კურსის მზარდ რყევებს უკავშირდება.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო გამკაცრების გრძელვადიანი პერიოდის შემდეგ. გამკაცრება კი 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო. რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში 6.5 პროცენტიდან 9 პროცენტამდე გაიზარდა.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი რეზერვებიდან დოლარის გაყიდვას განაგრძობს

წლიურმა ინფლაციამ აგვისტოში 4.8 პროცენტი შეადგინა 3-პროცენტიანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში. მოსალოდნელია, რომ ის წლის ბოლომდე მაღალი დარჩება, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში კლებას დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.

„კომიტეტმა გაითვალისწინა ინფლაციის მოლოდინების კუთხით არსებული რისკები, რომლებიც სავალუტო ბაზრებზე გაზრდილ მერყეობასა და მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებას თან ახლავს. აღსანიშნავია მიწოდების მხარის პოტენციური რისკებიც. აღნიშნული ფაქტორებისა და ჯერ კიდევ მაღალი გაურკვევლობის ფონზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი უცვლელად დატოვა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

რატომ „გარბის“ ლარი და ვინ „დაიჭერს" ეროვნულ ვალუტას?>>

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0