საქართველოს რამდენ სკოლაში დაირეკა დღეს ზარი

© photo: Sputnikსკოლა გარდაბანში
სკოლა გარდაბანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერხებს დღეს ყველა ვერ მიუჯდა – ძალიან ბევრს და, მათ შორის პირველკლასელებს, ადგილის დაკავება კომპიუტერთან მოუწია.

თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. სასწავლო პროცესი კლასებში ქვეყნის 2085 საჯარო და 220 კერძო სკოლიდან მხოლოდ 1577-ში დაიწყო, დანარჩენები დისტანციურ რეჟიმში შეუდგნენ სასწავლო პროცესს, იუწყება საქართველოს განათლების სამინისტროს პრეს-სამსახური.

მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო
გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას! – მინისტრის მილოცვა

უწყების ინფორმაციით, ყველა სკოლა უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო სითხეებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით. სკოლები ასევე აღჭურვილია სახელმძღვანელოებითა და კომპიუტერებით პირველკლასელებისთვის.

რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, 600 ათასზე მეტი მოსწავლისა და დაახლოებით 55 ათასი პედაგოგისთვის უკვე გააქტიურებულია სპეციალური პროფილები და მათ შეუძლიათ სარგებლობა Microsoft office 365-ის პლატფორმებით, რომელიც მოიცავს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებმა (EMIS) სახელმწიფო სკოლების ყველა კლასისთვის პროგრამაში TEAMS შექმნეს ვირტუალური საკლასო ოთახები და პედაგოგებს სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებაში ეხმარებიან.

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გაბუნია: 1 ოქტომბრიდან სწავლის სკოლებში გაგრძელების საკითხი ერთ კვირაში გაირკვევა

საქართველოში პანდემიის დროს დისტანციური სწავლების კუთხით განხორციელებულ პროექტებს საერთაშორისო პარტნიორებმა წარმატებული მაგალითი უწოდეს, ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში. კერძოდ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში საქართველოს გამოცდილებას ამ მიმართულებით საუკეთესო მაგალითი უწოდა. საქართველოს მოქმედებებს დისტანციური სწავლების თვალსაზრისით ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტზე მაღალი შეფასება მისცა კორპორაცია Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა ენტონი სალსიტომაც.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში სწავლა 2 მარტს შეწყდა. გაკვეთილები დისტანციურად ტარდებოდა. სასწავლო წელი ქვეყანაში 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდემიური ვითარების გაუარესების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, რვა ქალაქის – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0