აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ვარდნის პროგნოზს გადახედა

© photo: Tengrinews.kz / FBაზიის განვითარების ბანკი
აზიის განვითარების ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ინფლაციის დარეგულირების კუთხით ეროვნული ბანკის კარგ მუშაობასა და წლის ბოლომდე ინვესტიციების ზრდის დადებით მოლოდინებზე მიუთითებს.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (АDB) საქართველოს ეკონომიკის ვარდნის პროგნოზს გადახედა და ეს მაჩვენებელი 6%-დან 5%-მდე გააუმჯობესა, ნათქვამია ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს დროშა ევროპის მოედანზე - Sputnik საქართველო
თითქმის მთელი პლანეტის ავანგარდში: საქართველო ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნების ათეულშია

კორონავირუსის პანდემიის დაწყებისა და საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ აზიის განვითარების ბანკმა 2020 წლის აპრილში, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკის ვარდნა –6%-იან ნიშნულზე ივარაუდა. თუმცა, იმავე პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-მდე უნდა გაზრდილიყო.

ADB-ს ახალი პროგნოზით, 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები პირვანდელ პროგნოზზე დაბალი იქნება – 4,8%.

„ტურიზმის, საგარეო მოთხოვნისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხების შესაძლო გახანგრძლივება ზრდის პროგნოზს ამცირებს, ისევე, როგორც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის მუშაობის მოსალოდნელი სავარაუდო შენელება“, – განმარტავს ბანკი პროგნოზის გაუარესების მიზეზებს.

ამასთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ინფლაციის დარეგულირების კუთხით ეროვნული ბანკის კარგ მუშაობასა და წლის ბოლომდე ინვესტიციების ზრდის დადებით მოლოდინებზე მიუთითებს.

ანტირეკორდები და მიზეზები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, ივლისში ეკონომიკის ვარდნამ 5,5% შეადგინა, ანტირეკორდი კი აპრილში იყო – 16,6%. განსაკუთრებით შემცირდა ბიზნეს-აქტივობა მშენებლობის, ვაჭრობის, სატრანსპორტო, სასტუმრო და სარესტორნო სფეროებში. რაც შეეხება ექსპორტ–იმპორტს, აქ ვითარება კიდევ უფრო გაუარესებულია: 17,9%-ით შემცირდა იმპორტი, 16,8%-ით კი ექსპორტი. 

რამდენი ვალუტა გადმოაგზავნეს საქართველოში - Sputnik საქართველო
ფულადი გზავნილები საქართველოში კორონავირუსის პერიოდში

საქმიანი აქტივობის მკვეთრი კლების ძირითადი მიზეზი უცხოელი ტურისტების არყოფნაა. ბოლო პერიოდში საქართველოში ტურისტული ბიზნესი მშპ-ის დაახლოებით 11%-ს შეადგენდა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა.

წელს საქართველოს ხელისუფლება დაახლოებით 10 მილიონ ტურისტს ელოდა, თუმცა ციფრები, დიდი ალბათობით, გაცილებით დაბალი იქნება. და ის, რომ მაჩვენებელი აბსოლუტურ ნულზე არ არის, საქართველოში წლის დასაწყისში, პანდემიამდე ჩამოსული ტურისტების დამსახურებაა. თუ როდის აღდგება ტურიზმი სრულად, ამის თქმა ჯერჯერობით არავის შეუძლია.

15 ივლისიდან საქართველომ შიდა ტურიზმი გახსნა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. საერთაშორისო ტურიზმთან შედარებით, შიდა ტურიზმიდან შემოსავალი დაახლოებით 1%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0