ახალი საარჩევნო ბლოკი ძველი სახელწოდებით – ვინ შემოიკრიბა „ნაცმოძრაობამ"

© Sputnik / Alexander Imedashvili"ნაცმოძრაობის" ყრილობა
ნაცმოძრაობის ყრილობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბლოკს „ძალა ერთობაშია“, რომლის ლოკომოტივიც „ნაციონალური მოძრაობაა“, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი იმედი აქვს.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, მოძრაობა „ჩვენ თვითონ“ და „პროგრესი და თავისუფლება“ ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.

ისინი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ბლოკის „ძალა ერთობაშია“ სახელით.

„საზოგადოებას ბოლო თვეების განმავლობაში აინტერესებდა, ხომ არ დაიშალა გაერთიანებული ოპოზიცია. აი, აქ ვდგავართ და ჩვენი ერთობა არათუ დაიშალა, არამედ ძალა და რესურსი შეემატა, მათ შორის ინტელექტუალური. პირობას გაძლევთ, რომ ეს გაერთიანება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ. 

გაზაფხული თბილისში - Sputnik საქართველო
რაზე მეტყველებს NDI-ის გამოკითხვა - ქართველ პოლიტიკოსთა შეფასებები

როგორც საარჩევნო ბლოკის პრეზენტაციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკში გაერთიანება გადაწყვიტეს, რადგანაც სწორედ ამ პოლიტიკურ გუნდს მიიჩნევენ ყველაზე გავლენიან ოპოზიციურ პარტიად ქვეყანაში.

პოლიტიკა არ არის არც სიძულვილი, არც კომპლექსები და არც სიყვარული. პოლიტიკა არის პრინციპები, ღირებულებები და საერთო ინტერესები, რათა ქვეყანა წავიდეს წინ და განვითარდეს. „რესპუბლიკელებმა“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება გადავწყვიტეთ საარჩევნო ბლოკში „ძალა ერთობაშია“, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში ახალი, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა სამნიძემ.

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიქმნა. გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დამარცხდა და მეორე ადგილზე გავიდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0