აჭარაში კორონავირუსი სამ პოლიციელს დაუდგინდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსით ინფიცირებული პოლიციელები სტაციონარში არიან მოთავსებული და ამჟამად მკურნალობის კურსს გადიან.

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. აჭარაში პოლიციის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ორი ინფიცირებული აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია, ხოლო ერთი – საპატრულო პოლიციის. მათი ტესტების პასუხები 12 და 13 სექტემბერს გახდა ცნობილი.

„პისიარ“ ტესტირება ბათუმში - Sputnik საქართველო
როგორ იქცა აჭარა კორონავირუსის გავრცელების კერად – ფოტო

ყველა თანამშრომელი, რომელთაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, მეთვალყურეობის ქვეშ არის გადაყვანილი და მათ ტესტირება ჩაუტარდათ. თავად ინფიცირებულები კლინიკაში მკურნალობენ. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 165-ით გაიზარდა. აქედან შემთხვევების უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა.

ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 2392-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1370 ადამიანი, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0