საქართველოში კვირას დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 152-მდე გაიზარდა. წინა დღეს მათი რაოდენობა 158-ს შეადგენდა, მანამდე 87-ს. ასეთმა მკვეთრმა ზრდამ ადამიანებს უსაფრთხოების ზომების მეტად დაცვისკენ უბიძგა. ხელისუფლებამ კვლავ დააწესა გარკვეული შეზღუდვები. როგორც გასულ დღეებში, ინფიცირებულთა დიდი ნაწილი აჭარიდანაა.
დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში.
© Sputnik / Alexander Imedashviliაჭარა ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერობს
აჭარა ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერობს
© Sputnik / Alexander Imedashviliპირველი შემთხვევები ქობულეთში დაფიქსირდა, რამაც დამსვენებლებში პანიკა გამოიწვია
პირველი შემთხვევები ქობულეთში დაფიქსირდა, რამაც დამსვენებლებში პანიკა გამოიწვია
© Sputnik / Alexander Imedashviliშემდეგ ინფექცია გავრცელდა ბათუმში
შემდეგ ინფექცია გავრცელდა ბათუმში
© Sputnik / Alexander Imedashviliპირველ დიდ კერად დასახელდა კაფე „დონა“, რომლის ობიექტებიც ქალაქის ცენტრშია განთავსებული. დაწესებულება დაიკეტა, თუმცა ვირუსის გავრცელება არ შეწყვეტილა
პირველ დიდ კერად დასახელდა კაფე „დონა“, რომლის ობიექტებიც ქალაქის ცენტრშია განთავსებული. დაწესებულება დაიკეტა, თუმცა ვირუსის გავრცელება არ შეწყვეტილა
© Sputnik / Alexander Imedashviliშემდეგ COVID-19-ის გავრცელების საფრთხე საზოგადოებრივ ტრანსპორტს და გაჩერებებს შეეხო, რომლებსაც დეზინფექცია ჩაუტარდა
შემდეგ COVID-19-ის გავრცელების საფრთხე საზოგადოებრივ ტრანსპორტს და გაჩერებებს შეეხო, რომლებსაც დეზინფექცია ჩაუტარდა
© Sputnik / Alexander Imedashviliასევე დაიკეტა დიდი ღამის კლუბები, სადაც უამრავი ადამიანი იყრიდა ერთდროულად ტავს
ასევე დაიკეტა დიდი ღამის კლუბები, სადაც უამრავი ადამიანი იყრიდა ერთდროულად ტავს
© Sputnik / Alexander Imedashvili„პისიარ“ ტესტირების კარვებთან რიგები დადგა, რომელთა სამუშაო დრო გახანგრძლივდა დილის 11:00-დან საღამოს 23:00-მდე
„პისიარ“ ტესტირების კარვებთან რიგები დადგა, რომელთა სამუშაო დრო გახანგრძლივდა დილის 11:00-დან საღამოს 23:00-მდე
© Sputnik / Seyran Baroyanინფიცირების მორიგი შემთხვევები დაფიქსირდა „ხოფას“ ბაზრობაზე
ინფიცირების მორიგი შემთხვევები დაფიქსირდა „ხოფას“ ბაზრობაზე
© Sputnik / Alexander Imedashviliაქამდე ბათუმში ტესტირების ხუთი კარავი იდგა, მათ შორის სამი ბულვარში
აქამდე ბათუმში ტესტირების ხუთი კარავი იდგა, მათ შორის სამი ბულვარში
© Sputnik / Seyran Baroyanთუმცა კვირას სამი კარავი უკვე აიღეს, რადგან დამსვენებელთა რაოდენობა შემცირდა
თუმცა კვირას სამი კარავი უკვე აიღეს, რადგან დამსვენებელთა რაოდენობა შემცირდა
© Sputnik / Seyran Baroyan„ხოფას“ ბაზრობაზე ყველა შემსვლელს ტემპერატურას უზომავენ
„ხოფას“ ბაზრობაზე ყველა შემსვლელს ტემპერატურას უზომავენ
© Sputnik / Seyran Baroyanბაზრების ტერიტორიებზეც რეგულარულად იმართება დეზინფექცია
ბაზრების ტერიტორიებზეც რეგულარულად იმართება დეზინფექცია
© Sputnik / Seyran Baroyanთუმცა საკუთარი ნებით ტესტირება ყველას არ ჩაუტარებია. ინფიცირებულტა ნაწილმა მოასწრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წასვლა და სხვების დაინფიცირება
თუმცა საკუთარი ნებით ტესტირება ყველას არ ჩაუტარებია. ინფიცირებულტა ნაწილმა მოასწრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წასვლა და სხვების დაინფიცირება
© Sputnik / Seyran Baroyanასე გამოიყურება კარავი, სადაც უფასო „პისიარ“ ტესტირებები მიმდინარეობს
ასე გამოიყურება კარავი, სადაც უფასო „პისიარ“ ტესტირებები მიმდინარეობს
© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმში ბევრ ობიექტზე განთავსებულია ასეთი გამაფრთხილებელი პოსტერები, რომლებიც ნიღბის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ
ბათუმში ბევრ ობიექტზე განთავსებულია ასეთი გამაფრთხილებელი პოსტერები, რომლებიც ნიღბის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ
© Sputnik / Alexander Imedashviliთუმცა, რეალურად ამ წესებს თითქმის არ იცავენ. ნიღბებს ხშირად მხოლოდ პირზე იკეთებენ, ხელებზე არ იტარებენ დეზინფექციას, დასვენების ადგილებში ჯგუფებად იკრიბებიან და არ იცავენ სოციალურ დისტანციას. ხშირად მაღაზიებში არ იკეთებენ პირბადეებს. ადგილობრივები, მართალია ბუნებაში, მაგრამ მაინც მართავდნენ ქორწილებს, იხდიდნენ დაბადების დღეებსა და აღნიშნავდნენ სხვადასხვა დღესასწაულებს
თუმცა, რეალურად ამ წესებს თითქმის არ იცავენ. ნიღბებს ხშირად მხოლოდ პირზე იკეთებენ, ხელებზე არ იტარებენ დეზინფექციას, დასვენების ადგილებში ჯგუფებად იკრიბებიან და არ იცავენ სოციალურ დისტანციას. ხშირად მაღაზიებში არ იკეთებენ პირბადეებს. ადგილობრივები, მართალია ბუნებაში, მაგრამ მაინც მართავდნენ ქორწილებს, იხდიდნენ დაბადების დღეებსა და აღნიშნავდნენ სხვადასხვა დღესასწაულებს