მოქალაქეები არჩევნებზე წავლენ, მაგრამ არ იციან, ვის დაუჭერენ მხარს – NDI-ს გამოკითხვა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში არჩევნების შედეგი დამოკიდებულია იმ მოქალაქეთა არჩევანზე, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვის მისცემენ ხმას.

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ასეთია აშშ-ის ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი.

ეთიკა პოლიტიკოსებისთვის - ცესკომ პარტიებს სპეციალური კოდექსი შეუდგინა>>

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 88% არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა 59%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს. კვლევამ გამოავლინა ასევე, რომ სასურველი კანდიდატის არჩევისას ამომრჩეველი, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას (36%), ჯანდაცვის პოლიტიკას (12%) და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას (12%).

„მოქალაქეთა მხრიდან ყურადღების გამახვილება ეკონომიკაზე ემთხვევა მოქალაქეთათვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთა სიას, რომლის პირველ ადგილებზე უკვე მრავალი წელია დასაქმება (49%), სიღარიბე (39%) და ფასების ზრდა/ინფლაციაა (20%)… ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი აცხადებს, რომ უმუშევარია, რაც 7%-ით აღემატება ივნისის გამოკითხვის მაჩვენებელს. როგორც ჩანს, ეს კორონავირუსის ეკონომიკური ზემოქმედების შედეგია“, – აღნიშნულია NDI-ს ინფორმაციაში.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოსახლეობის უმეტესობა (56%) დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდება. თუმცა, როგორც NDI-ში აღნიშნავენ, ზოგიერთი საკითხი ჯერ კიდევ იწვევს მოსახლეობის შეშფოთებას.

ქართული ოცნების ბანერი - Sputnik საქართველო
GORBI: გამოკითხულთა ნახევარი ფსონს „ქართულ ოცნებაზე“ აკეთებს

გამოკითხვის მონაწილეთა მესამედი (30%) მიიჩნევს, რომ მოსახლეობის მოსყიდვა სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ყველაზე დიდი გამოწვევაა. შემდეგ ადგილებზეა დარღვევები კენჭისყრის პროცედურაში (15%) და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება (13%).

„ჩამოუყალიბებელი არჩევანის მქონე მოქალაქეთა ესოდენ დიდი რაოდენობა პარტიებისთვის ერთდროულად არის გამოწვევაც და შესაძლებლობაც. კანდიდატებს მოუწევთ უზარმაზარი ძალისხმევის დახარჯვა, რათა მოქალაქეებს პრობლემების გადაჭრის გზები შესთავაზონ და ამავდროულად მოასწრონ მათი მოტივაციის ამაღლება. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვნად იქნება განსხვავებული არჩევნების შედეგებისგან, ვინაიდან არჩევნების ბედი დამოკიდებული იქნება ამომრჩეველზე, რომელსაც ჯერ არა აქვს მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა NDI-ს ქართული ოფისის დირექტორმა ალან გილამმა.

Survation: „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო რეიტინგის ლიდერია>>

საით მივდივართ

გამოკითხვის მონაცემებით, რესპონდენტების 39% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% საპირისპიროშია დარწმუნებული. ხოლო საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. რაც შეეხება დემოკრატიას, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის, 37% კი საპირისპირო აზრისაა. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 14%-ს .

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
არჩევნები და კორონავირუსი: ბურჯანაძე ოპოზიციას დაფიქრებისკენ მოუწოდებს

გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის 6-დან 11 აგვისტომდე. მკვლევარებმა გამოკითხეს 2000 რესპონდენტი მთელ საქართველოში სატელეფონო ინტერვიუირების წესით. გამოკითხვა ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევას საქართველოში 2009 წლიდან აწარმოებს. გამოკითხვა მისი დაკვეთით ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (СRRС) დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. გამოკითხვის ცდომილება +/- 1,3%-ია.

თუმცა არაერთი პოლიტოლოგი და ხელისუფლების წარმომადგენელი მსგავსი კვლევების შედეგებს სკეპტიკურად უყურებს.

პარტიების რეიტინგი

მალე NDI გამოაქვეყნებს პარტიების რეიტინგს, რომელიც არაერთგვაროვან შეფასებას იწვევს ხოლმე.

კახა კალაძე: NDI-ს კვლევაში ბევრი უზუსტობაა>>

ამასთან, სხვადასხვა კვლევითმა ორგანიზაციამ უკვე წარმოადგინა ხუთი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პირველ ადგილზეა, მას მოსდევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

ყველა ახალი ამბავი
0