Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ავსტრიაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

CC BY-SA 2.0 / Dennis Jarvis / Austrian Parliamentავსტრიის პარლამენტი
ავსტრიის პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 850-მდე გაიზარდა, რამაც ხელისუფლება უსაფრთხოების ზომების გამკაცრება აიძულა

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. ავსტრიაში ყოველდღე იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. ქვეყნის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ სახეზეა პანდემიის მეორე ტალღის დაწყების ყველა ნიშანი, იუწყება ავსტრიული პრეს-სააგენტო APA.

ცერცვაძე: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც COVID-19-ის ვაქცინას მიიღებს >> 

„ინფიცირებულთა რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება. ორი კვირის წინ ჩვენ აღვრიცხავდით 350 ინფიცირებულს დღეში, გუშინ კი ვირუსი 850 ადამიანს დაუდასტურდა. ყველაზე დრამატული სიტუაცია ვენაშია, რომელზეც ავსტრიაში რეგისტრირებულ ინფიცირებულთა 50% მოდის. მალე მივაღწევთ 1000-კაციან დღიურ ნიშნულს “, – განაცხადა კურცმა.

ბერლინი - Sputnik საქართველო
წლის ექსპერიმენტი: გერმანიაში უანგაროდ თვეში 1200 ევროს მიიღებენ

კურცმა მოუწოდა მოსახლეობას შეამცირონ სოციალური კონტაქტები, ატარონ პირბადეები და დაიცვან დისტანცია.

ამასთან ერთად მან იმედი გამოთქვა, რომ ავსტრიაში მომდევნო ზაფხული „ძირითადად ნორმალური“ იქნება, თუმცა შემოდგომა და ზამთარი რთული იქნება.

ავსტრიის ხელისუფლებამ ორშაბათიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ასე, მაგალითად, თითქმის ყველა საზოგადოებრივ ადგილას პირბადეების ტარების რეჟიმი მკაცრდება. ასევე გამკაცრდა ზომები მასობრივ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ღონისძიებებში, სადაც არ არის გათვალისწინებული დასაჯდომი ადგილები მაყურებლებისთვის, დახურულ სივრცეებში მონაწილეობის მიღება შეუძლია მაქსიმუმ 50 ადამიანს, ღიაში - 100-ს.

ყველა ახალი ამბავი
0