მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

წლის ექსპერიმენტი: გერმანიაში უანგაროდ თვეში 1200 ევროს მიიღებენ

© photo: Sputnikბერლინი
ბერლინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
და რას მოიმოქმედებდით თქვენ, თუ ყოველთვიურად თქვენს ანგარიშზე ისეთი თანხა დაირიცხებოდა, რომ შესაძლებლობა გექნებოდათ არ გემუშავათ, არ გენერვიულათ და არაფერი გეკეთებინათ?

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. გერმანიაში გადაწყვიტეს ძალიან უჩვეულო სოციალური ექსპერიმენტის ჩატარება - ქვეყანაში 120 ადამიანი სამი წლის განმავლობაში თვეში 1200 ევროს უანგაროდ მიიღებს.

ერთი შეხედვით, ასეთი უცნაური იდეის ავტორები აპირებენ შეამოწმონ, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანებზე უპირობო ძირითადი შემოსავალი, ანუ რამდენად შეიცვლებიან ისინი, თუ სოლიდურ თანხას მიიღებენ დამოუკიდებლად იმისგან, თუ რას აკეთებენ.

ამ საინტერესო კვლევის ჩატარება გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტმა და ასოციაცია Mein Grundeinkommen-მა გადაწყვიტეს.

თავის ქალა - Sputnik საქართველო
ფინანსურად წარმატებული ადამიანების ტვინი სხვანაირადაა მოწყობილი - ექსპერიმენტის შედეგი

„ჩვენ გვინდა გავიგოთ, თუ რა გავლენას ახდენს ეს ადამიანების ქცევასა და ურთიერთობაზე. კერძოდ, ძალუძს თუ არა ძირითად შემოსავალს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება, რომელსაც საზოგადოება ეჯახება“, – ამბობს ბიზნესმენი და ასოციაციის დამფუძნებელი მიქაელ ბომაიერი.

ექსპერიმენტის ავტორებმა ხელფასის ოდენობა გერმანიის სიღარიბის ზღვარიდან გამომდინარე მიიღეს. კვლევის მთავარი მიზანია გაირკვეს, ხდება თუ არა უპირობო ძირითადი შემოსავლის მქონე ადამიანი კრიზისის მიმართ უფრო რეზისტენტული.

სოციალურ კვლევაში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება 2020 წლის 18 აგვისტოს დაიწყო.

საინტერესოა, რომ ეს არ არის გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტისა და ასოციაცია Mein Grundeinkommen-ის მიერ ჩატარებული პირველი ასეთი ექსპერიმენტი. 2015 წელს Mein Grundeinkommen-მა და Bohmeyer-მა ანალოგიური კვლევა ჩაატარეს – მათ ხალხს მთელი წლის განმავლობაში თვეში 1000 ევრო გადაუხადეს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მოხალისეები სამსახურს კი არ ტოვებდნენ, პირიქით, ბევრად ხარისხიან მუშაობას იწყებდნენ და ასევე უფრო უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს. 

ყველა ახალი ამბავი
0