„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთავისუფალი უნივერსიტეტი
თავისუფალი უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2227-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი.

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტს Covid-19 დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელის ბექა კოკაიას განცხადებაზე დაყრდნობით.

ეზუგბაია: კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა კვლავ აჭარას უკავშირდება >>

კოკაიას განცხადებით, „თავისუფალ უნივერსიტეტში“ სწავლა ერთი კვირის წინ, 7 სექტემბერს დაიწყო, რისი უფლებაც მათ განათლების სამინისტროსგან მიიღეს. როგორც მან აღნიშნა,  ყველა შემომსვლელს ტემპერატურას უზომავდნენ და კონტროლდებოდა, სტუდენტებს ეკეთათ თუ არა პირბადე.

„აღნიშნული სტუდენტი ბოლოს უნივერსიტეტში ხუთშაბათს იმყოფებოდა, ღამით მას სიმპტომები გამოუვლინდა და დეკანთან დარეკა, ჩვენ კი ვურჩიეთ, რომ უნივერსიტეტში აღარ მოსულიყო და ტესტი გაეკეთებინა. პასუხი დადებითი აღმოჩნდა, უნივერსიტეტი ინფექციონისტებთან აქტიურად თანამშრომლობს“, - განაცხადა კოკაიამ.
ფეხბურთი. „როტორი“ - „სპარტაკი“ - Sputnik საქართველო
ორ ქართველ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი სტუდენტები გაფრთხილებულები არიან და ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია მიეცათ.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2227-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0