03:29 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1819)
229 0 0

ორი-სამი დღე ქვეყანაში შემთხვევების მატება თუ არ იექნება, ეს ნიშნავს, რომ მიღებული ზომები არის ეფექტური, აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 152 შემთხვევიდან 90 აჭარას უკავშირდება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, 15 შემთხვევა უკავშირდება ქუთაისიs 32-ე სკოლას, 15 არის „ენგურჰესის“ კლასტერი, 17- დაავადებულებთან კონტაქტი, ოთხი კი შემოტანილი შემთხვევაა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განმარტებით, 11 შემთხვევაში ინფიცირებულის წყარო უცნობია და გრძელდება ეპიდკვლევები.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, დღევანდელი მონაცემები აქტიური კვლევების შედეგია და თუ ორი-სამი დღე შემთხვევების მატება არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩატარებული სამუშაოები არის ეფექტური.

„ეს ორი-სამი დღე დინამიკაში მატება თუ არ გვექნება და ამ მაჩვენებელს შევინარჩუნებთ, როგორც დღეს ნაკლები იყო გუშინდელზე და ასე გაგრძელდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩატარებული სამუშაოები არის ეფექტური. ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად, გავრცელების პრევენციას მოვახერხებთ ყველა გამოვლენილის იზოლაციით“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში და სამკურნალო დაწესებულებებში ჯამურად 831  პაციენტი მკურნალობს. მათგან  კრიტიკულად მძიმეა ოთხი, 25 კი -  მძიმე.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2227-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1819)

მთავარი თემები