COVID-19 საქართველოში: კახეთში სამი შემთხვევა დაფიქსირდა

© AP Photo / Jane Barlowტესტირება ლაბორატორიაში
ტესტირება ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე კვირის განმავლობაში კახეთში კორონავირუსის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევები გამოვლინდა გურჯაანის, ახმეტის და დღეს უკვე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. კორონავირუსის სამი შემთხვევა კახეთის რეგიონში დადასტურდა - ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, იუწყება პირველი არხი.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ცერცვაძე: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც COVID-19-ის ვაქცინას მიიღებს

ლაგოდეხში კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ახალსოფლის ჯგუფის უფროსს დაუდასტურდა.

ინფიცირების შემთხვევის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში დაუდასტურეს, სადაც ამჟამად ინფიცირებული პაციენტი იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი აჭარის რეგიონში მცხოვრებია და ის ლაგოდეხში 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა სამსახურში, სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოში არ გამოცხადებულა.

ეპიდემიოლოგები ლაგოდეხში დილიდან მამაკაცის კონტაქტების მოკვლევა დაიწყეს.

დღეს ასევე კორონავირუსი დაუდასტურდათ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრები მამაკაცის მშობლებს, რომელსაც ინფექცია 5 სექტემბერს გორში ქორწილის შემდეგ დაუდგინდა. ინფიცირებულები სპეციალიზებული რეანომობილით მცხეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

ტესტირება ბათუმში - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ეპიდემიოლოგების განმარტებით, აღნიშნული ინფიცირება არ განიხილება კახეთის შემთხვევად და ის შემოტანილია.

მანამდე კორონავირუსი დაუდგინდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრებ ქალს. შაბათს ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევა ამ ქალის კონტაქტია. ველისციხეში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გუშინ გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტების კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 152-ით გაიზარდა და 2227-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი. გარდაცვლილია – 19.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0