საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე კონკურსანტებს COVID-19 დაუდასტურდა

გამოწერა
საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა

თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე სამ კონკურსანტს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის (ცესკო) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა >>

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველ კანდიდატთა კონკურსისთვის რეგისტრაციის პროცესი 5-9 სექტემბერს მიმდინარეობდა. 73 საარჩევნო ოლქის 3 657 უბანზე არსებულ 21 942 ვაკანტურ ადგილზე საბუთები 25 ათასზე  მეტმა მონაწილემ შეიტანა. განცხადებების მიღება მიმდინარეობდა როგორც ადგილზე -  საოლქო საარჩევნო კომისიაში, ისე ელექტრონულად.

ცესკოს ცნობით, ამის მიუხედავად, რაიმე სახის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია იმდენად მკაცრად იცავს დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, რომ ერთეული კონკურსანტების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, რაიმე სახის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტესტირება ბათუმში - Sputnik საქართველო
აჭარაში 20-ზე მეტი პაციენტის ინფიცირების წყაროს ვერ ადგენენ

უწყების ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს ამ ეტაპზე არანაირი სიმპტომები არ აქვთ და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ საქმიანობას. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანს აღენიშნება სიმპტომები, საარჩევნო ადმინისტრაცია შესაბამის ზომებს მიიღებს.

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ამჯერად საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით.

კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა >>

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რიცხვი გამოვლინდა - 158, აქედან 80 - აჭარაში. ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2075-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1363 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0