განათლების უწყება: შეზღუდვები კერძო სკოლებსაც ეხება

© photo: Sputnik / Grigory Sysoevმოსწავლეები
მოსწავლეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ კვირაში საქართველოში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებმაც სასწავლო პროცესი უკვე განაახლეს, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე, განაცხადა საქართველოს საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ. 

სკოლა სენაკში - Sputnik საქართველო
დიდ ქალაქებში სკოლაში მისვლა ორი კვირით გადაიდო

კერძო სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი უკვე დაიწყო, ხოლო ქვეყნის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან უნდა განახლებულიყო.

ამ კვირაში საქართველოში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირების დღიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დიდ ქალაქებში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. მანამდე მსგავსი შეზღუდვები დაწესდა ბათუმსა და ქობულეთში, სადაც ინფიცირების შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

დგებუაძის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს და ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. 

არჩევნები - Sputnik საქართველო
გახარია: არჩევნების თარიღი არ შეიცვლება

„განათლების სამინისტრომ ზაფხულში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რათა მომხდარიყო დისტანციური სწავლების განვითარება და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლების სისტემა მზად არის იმისთვის, რომ როგორც საკლასო ოთახში, ასევე დისტანციურად წარიმართოს სასწავლო პროცესი", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყვეტილი იყო და სწავლება დისტანციურად მიმდინარეობდა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის პანდემიის პირობებში მუშაობის სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა დაცვაც ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1917-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1354 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0