დიდ ქალაქებში სკოლაში მისვლა ორი კვირით გადაიდო

© FB / Otar Daneliaსკოლა სენაკში
სკოლა სენაკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების დღეღამური რეკორდული მაჩვენებელი – 87  შემთხვევა გამოვლინდა.

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის დაწყება 1 ოქტომბრამდე გადავადდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორ წარიმართება დისტანციური სწავლება სკოლებში – მინისტრმა ბრძანება გამოსცა>>

კერძო სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი უკვე დაიწყო, ხოლო ქვეყნის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან უნდა განახლებულიყო. სწავლა განახლდება, მაგრამ 1 ოქტომბრამდე – დისტანციურ რეჟიმში.

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
სწავლა შეიძლება კიდევ გადაიდოს? რას აცხადებენ განათლების სამინისტროში

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების დღეღამური რეკორდული მაჩვენებელი – 87 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირების დღიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1917-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1354 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0