ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტთა 90%-ის ფავორიტი გახდა

© Government of Georgiaქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)  - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასავლეთ საქართველოში ახალი ყველაზე მსხვილი სასწავლო დაწესებულება პირველ სტუდენტებს უკვე შემდეგ კვირაში მიიღებს

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) აბიტურიენტთა 90%-ის ფავორიტი გახდა, ნათქვამია სასწავლო დაწესებულების ვებგვერდზე.

განათლების ახალი სტანდარტი:ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზადაა სტუდენტების მისაღებად >>

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აბიტურიენტთა 90%-მა, რომლებიც KIU-ს სტუდენტები გახდნენ, განაცხადში არჩეულ უნივერსიტეტებს შორის ის პირველ ადგილზე დააყენეს. მათგან 78%-მა სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება შეძლო. უნივერსიტეტი თავის პირველ სტუდენტებს კარს უკვე შემდეგ კვირაში გაიღებს.

სტუდენტებს შორის KIU-ს ყველაზე პოპულარული პროგრამა გახდა კომპიუტერული მეცნიერება. შემდეგ მოდის მენეჯმენტი და ბოლოს მათემატიკა. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების 35%, რომლებმაც მათემატიკა აირჩიეს, გოგონები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ქალების ჩართულობის გაზრდაა“.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე დაიხარჯება

KIU-ში ჩაირიცხნენ ისეთი წარმატებული მოსწავლეები, რომლებმაც გერმანიაში გამგზავრების და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის ნაცვლად, სწორედ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აირჩიეს. რეიტინგის პირველ ასეულში არიან ახალგაზრდები ხულოდან, ცაგერიდან, ჭიათურიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, საჩხერიდან და სხვა რეგიონებიდან.  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს წელს სტუდენტები ეყოლება ასევე რამდენიმე სხვა ქვეყნიდან და მათ შორის აშშ-დან.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქუთაისის მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში, 153 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სპორტულ და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. პროექტის ავტორი და მეცენატია ბიძინა ივანიშვილი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. სწორედ ამ უმაღლეს სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შემუშავდა KIU-ს აკადემიური პროგრამები.

ყველა ახალი ამბავი
0