მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად გაიზარდა – გამოკითხვის შედეგები

© AP Photo / Jose Luis Maganaდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რასმუსენის ცენტრის ცნობით, მანამდე ტრამპის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წლის სექტემბრის ბოლოს დაფიქსირდა და 53% შეადგინა.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგი მაქსიმალურად გაიზარდა, იუწყება FOX News რასმუსენის კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
ჯო ბაიდენმა შესაძლოა ინაუგურაციამდე ვერ მიაღწიოს: რესპუბლიკელების ეჭვი

გამოკითხვის თანახმად, ტრამპის რეიტინგი პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა და 52% შეადგინა. სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მისი მუშაობით უკმაყოფილოთა რაოდენობა კი 48%-ს უტოლდება. 

ტელეარხის ინფორმაციით, ბოლოს ტრამპის რეიტინგი 52%-ს მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოსთვის უტოლდებოდა — კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინის დაწესებამდე რამდენიმე კვირით ადრე.

რასმუსენის ცენტრის ცნობით, მანამდე ტრამპის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წლის სექტემბრის ბოლოს დაფიქსირდა და 53% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0