მთაწმინდის პარკში ჩაის, თაფლისა და ყველის ფესტივალი მიმდინარეობს

© Pixabay / explorerbobთაფლი
თაფლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიება იმართება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში

თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. მთაწმინდის პარკში ჩაის, თაფლისა და ყველის ფესტივალი მიმდინარეობს.

ღონისძიება იმართება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია People In Need და პროექტის ბენეფიციარი კავშირი - ასოციაცია „აგორა“.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში სოფლის მეურნეობისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ. ყველისა და თაფლის პროდუქტის ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია", - განაცხადა საქართველოში ჩეხეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა იანა გაშპარიკოვამ.
თხილი - Sputnik საქართველო
წელს პირველად ზუგდიდში „თხილობა 2020“ გაიმართება

ფესტივალის მხარდამჭერია სოფლის მეურნეობის სამინისტრო, USAID Zrda Activitivity in Georgia, ჩაის ასოციაცია და ანა მიქაძე. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ბენდი და DJ.

„დღეს წარმოდგენილი არის სამი სხვადასხვა დიდი ასოციაცია, ეს არის ყველის გილდია, ჩაის ასოციაცია და მეთაფლეთა გილდია. მათ გააერთიანეს თავიანთი ძალები და სამინისტრომ გაუწია მათ მხარდაჭერა, რომ ჩატარდეს ფესტივალი. ჩვენმა მეწარმეებმა წლიდან წლამდე ისწავლეს ახალი შეფუთვა, ახალი მარკეტინგი და გადადიან, ეტაპობრივად, ევროპულ სტანდარტებზე," - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ.

სტუმრებისათვის მოეწყო წარმოდგენილი პროდუქციის პრეზენტაცია და დეგუსტაცია.

საქართველოდან ექსპორტზე 24 ათას ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა გავიდა >>

ყველის მრავალ სახეობასთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია სხვადსხვა დასახელების ჩაის და თაფლის კომპანია. ადგილზე იმართება დეგუსტაცია. სტუმრებს წარმოდგენილი პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა აქვთ.

ფესტივალი 20:00 საათამდე გაგრძელდება.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0