არიან თუ არა მზად სკოლები სასწავლო პროცესის დასაწყებად: გამყრელიძის შეფასება

© photo: Sputnik / Alexey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიმოსწავლეები პირბადეებით
მოსწავლეები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დაიწყება

თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. სკოლები სასწავლო პროცესის განახლებისათვის იმაზე ბევრად უკეთ არიან მომზადებული, ვიდრე ოდესმე, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი დაიწყება სკოლებში, ორი კვირის შემდეგ კი, 1 ოქტომბრიდან – საბავშვო ბაღებში. სასწავლო პროცესი სპეციალური რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება.

„ბევრად უკეთესად არიან მომზადებული სკოლები, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამიტომ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან სწავლა დაიწყება და ყველამ შესაბამისი რეკომენდაციები უნდა დაიცვას. საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
Кабинет в школе. Пустые парты в классе - Sputnik საქართველო
როგორ დაეხმარება განათლების სამინისტრო სკოლებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში

მას შემდეგ, რაც 26 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ხელისუფლებამ სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

საგანმანათლებლო დაწესებულებები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. მოსწავლეები ონლაინ სწავლობდნენ, მათთვის შეიქმნა პროექტი „ტელესკოლა".

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში სწავლა 2 მარტს შეწყდა. სწავლის განახლების თარიღი სამჯერ გადაიტანეს. საბოლოოდ კი 24 აპრილს ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებები სწავლას სექტემბრამდე არ განაახლებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0