როგორ დაეხმარება განათლების სამინისტრო სკოლებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში

© Pixabay / Wokandapixსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი სასწავლო წლისთვის ყველა საჯარო სკოლა სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვილი იქნება. ასევე მოსწავლეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ სახელმძღვანელოები, ხოლო პირველკლასელებს - კომპიუტერები

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის, 10 სექტემბრამდე საჯარო სკოლებს პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით უზრუნველყოფს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

სამინისტროს ცნობით, ახალი სასწავლო წლისთვის ყველა საჯარო სკოლა აუცილებელი სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვილი იქნება.

გარდა ამისა, ყველა სკოლაში ინსპექტირება ჩატარდება. სასწავლო პროცესი სკოლებში ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე დაიწყება.

„15 სექტემბრამდე ჯანდაცვის სამინისტროში არსებული შრომის ინსპექტირების სამსახური შეამოწმებს როგორც ყველა საჯარო, ასევე კერძო სკოლას და მხოლოდ მათი რეკომენდაციების დასკვნის შემდეგ მოხდება კონკრეტულ სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყება. მანამდე, სასწავლო წელი არ დაიწყება“, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ.
დეზინფექცია სკოლაში - Sputnik საქართველო
სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლებში მასობრივი შემოწმებები ჩატარდება

მისი თქმით, შეიქმნება ვიდეორგოლები, რაც სასწავლო პროცესში მონაწილე ყველა პირს დაეხმარება დაიცვან დადგენილი რეკომენდაციები.

განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლებს სასწავლო პროცესის ირგანიზაბისას სრული თავისუფლება მიეცათ.

„იმის გამო, რომ ყველა სკოლას საკუთარი ინდივიდუალური საჭიროება და განსხვავებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა აქვს, მათ შორის მოსწავლეების რაოდენობიდან გამომდინარე, სკოლებს მიეცათ სრული თავისუფლება, რომ სასწავლო პროცესი საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე დააორგანიზონ“, - განაცხადა მან.

ამასთან ერთად, განათლების სამინისტრო 2020-2021 სასწავლო წლისთვის „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეებს სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ გადასცემს. კერძოდ, ყველა მოსწავლეს I-დან XII კლასის ჩათვლით საკლასო ოთახში დახვდება სახელმძღვანელოები, ხოლო პირველკლასელებს კომპიუტერები.

სწავლა წელს საქართველოს საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0