შვედეთში „ქართული ქვევრის მარანი“ საზეიმოდ გაიხსნა

© photo: courtesy of Soso Karaulashviliქვევრი
ქვევრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების ფარგლებში სტოკჰოლმის წმინდა გიორგის სამრევლოს მგალობელთა გუნდმა ქართული საგალობლები შეასრულა.

თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. შვედეთის სამეფოს სამხრეთ რეგიონში, სკონეში, ვეიბის ვენახში „ქართული ქვევრის მარანი“ საზეიმოდ გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიებაზე მარანის მეპატრონე იეპე აპელინი შესავალი სიტყვით გამოვიდა. უწყების ცნობით, მან საქართველოს შესახებ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ  საქართველო მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანაა.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ლატვია ქართულ ღვინოს ეცნობა

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ და შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჰანს ვოლმარკმა.

საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ისტორიაზე, კულტურასა და ღვინის დამზადების მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე ისაუბრა. შვედეთის პარლამენტის წარმომადგენელმა კი ყურადღება გაამახვილა საქართველო-შვედეთის ურთიერთობაზე, საქართველოს როლზე რეგიონში. 

ღონისძიების ფარგლებში, სტოკჰოლმის წმინდა გიორგის სამრევლოს მგალობელთა გუნდმა, თემურ პოტასკაევის ხელმძღვანელობით, ქართული საგალობლები შეასრულა.

ქართული ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის მორიგი გამარჯვება მსოფლიო არენაზე: ოქროსა და ვერცხლის მედლები პოლონეთში

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალების კვლევები ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ. საერთაშორისო სამეცნიერო კვლევის შედეგად მეცნიერულად დადასტურდა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ სწორედ ჩვენ ქვეყანაში დაიწყო ღვინის პირველი წარმოება.

საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.

ქართულმა ღვინომ იაპონიაში „ბრილიანტის" ჯილდო მოიპოვა>>

2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0