ქართულმა ღვინომ იაპონიაში „ბრილიანტის" ჯილდო მოიპოვა

© photo: Wines of Georgia / FB "Sakura" Japan Women"s Wine Awards 2019
 Sakura Japan Womens Wine Awards 2019 - Sputnik საქართველო
გამოწერა
თებერვალში გამართულ კონკურსზე „საკურა" სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ 24 ჯილდო მოიპოვა.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. იაპონიაში გამართულ „საკურას" საერთაშორისო კონკურსზე „მეღვინეობა ვაზიანის" ღვინომ „ქისი 2017"-მა უმაღლესი ჯილდო მოიპოვა, აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორი ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და შვიდი ვერცხლი: ქართული ღვინის გამარჯვება „საკურას“ კონკურსზე>>>

აღნიშნული ღვინო მიმდინარე წლის თებერვალში „საკურას“ კონკურსში (The 6rd "Sakura" Japan Women"s Wine Awards 2019) „ორმაგი ოქროს“ მფლობელი გახდა და, კონკურსის წესების თანახმად, წარდგენილი იყო ტოკიოში კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan 2019-ზე უმაღლესი ჯილდოს - „ბრილიანტის" (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.

„საკურას" კონკურსის უმაღლესი ჯილდო „მეღვინეობა ვაზიანის" (ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი") დირექტორ ნათია მეტრეველს ტოკიოში Foodex Japan 2019-ზე საზეიმო ვითარებაში გადაეცა. თელავში მდებარე კომპანია „ვაზიანმა" აღნიშნული კონკურსის უმაღლესი ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა. „ბრილიანტი" პირველად 2017 წელს „საფერავი 2015"-მა დაიმსახურა.

ქართული ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო
ბერლინის ღვინის კონკურსის ჟიურის წევრებად საქართველოდან ღვინის ექსპერტები მიიწვიეს

აღსანიშნავია, რომ თებერვალში გამართულ „საკურას" კონკურსზე სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ 24 ჯილდო მოიპოვა – 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს.

იაპონია ქართული ღვინისთვის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც გასულ წელს 212 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული (37%-ით მეტი, ვიდრე 2017 წელს).

ამას გარდა, იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით 10 მარტიდან 7 მაისამდე გაიმართება მასშტაბური პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო".

საერთაშორისო კონკურსი „საკურა" წელს მეექვსედ ჩატარდა. კონკურსზე წარმოდგენილი იყო 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი დასახელების ღვინო. კონკურსის ჟიურის წევრები იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონები – სომელიეები, ღვინის მწერლები და ჟურნალისტები არიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0