რა სანქციები იმოქმედებს სკოლების წინააღმდეგ: ჯანდაცვის უწყების განმარტება

© photo: Government of Georgia / FBეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო დაინტერესებული არ არის სკოლების, მასწავლებლების ან მშობლების წინააღმდეგ საჯარიმო სანქციების გამოყენებით, თუმცა, გარკვეული გადაცდომების შემთხვევაში, მყისიერი რეაგირება მოხდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გაკვეთილი - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო: დაწყებითი კლასების მოსწავლეების სკოლაში სიარული აუცილებელია

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ მოსწავლეები უსაფრთხო გარემოში სწავლას.

„ძალზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენ ავიმაღლოთ საკუთარი პასუხისმგებლობა და ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება. მოცემულ ეტაპზე ყოველივე ეს სარეკომენდაციო ხასიათისაა, ვინაიდან ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება სკოლებზე, მასწავლებლებზე, მოსწავლეებსა და მშობლებზე. მაგრამ თუ გამოიკვეთა გარკვეული გადაცდომები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში ისწავლონ", – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სკოლა დაიხუროს ან გადაიხედოს სანიტარული ნორმები და მათი შესრულება, ასევე მათ გადაეცემათ დამატებითი რეკომენდაციები, პერსონალისთვის ჩატარდება დამატებითი ტრენინგები და მხოლოდ შემდეგ მიეცემა სკოლას სასწავლო პროცესის გაგრძელების უფლება.

საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს იწყება.

ყველა ახალი ამბავი
0