თბილისში სააგიტაციო პლაკატებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყო

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIწინასაარჩევნო აგიტაცია
წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერია, ქალაქის იერსახის შესანარჩუნებლად, მკაცრად გააკონტროლებს პლაკატების გაკვრის პროცესს - დედაქალაქის მთავრობამ ამისთვის გარკვეული ადგილები გამოყო

თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. თბილისის მერიამ წინასაარჩევნო პლაკატების გასაკრავად ადგილები განსაზღვრა. მათი სია უკვე გაგზავნილია საკრებულოში დასამტკიცებლად. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

რატომ დააჯარიმეს ოპოზიციური პარტია >>

„როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება. საარჩევნო კამპანია იწყება. ამიტომ, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა, რომელიც დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული ნუსხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება. დოკუმენტში მოცემულია ადგილები, თუ სად შეიძლება პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო პლაკატები განათავსონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროკურატურა - Sputnik საქართველო
აუდიტის სამსახური „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების წყაროებს შეამოწმებს

დედაქალაქის მერმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, წინასაარჩევნო პლაკატები მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ ადგილებში გააკრან.

„მინდა, მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, იხელმძღვანელონ დამტკიცებული დოკუმენტით. ქალაქში შესაბამისი ადგილებია გამოყოფილი. დადგენილებით არის განსაზღვრული, თუ სად შეიძლება საარჩევნო პლაკატების განთავსება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არანაირი სურვილი არ გვაქვს, პოლიტიკური პარტიები დავაჯარიმოთ, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს. ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ქალაქს, ვიზრუნოთ ქალაქის ვიზუალზე და სისუფთავეზე. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, იხელმძღვანელოთ ამ დოკუმენტით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქის მუნიციპალურ ინსპექციას, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად დროული რეაგირება დაავალა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, სააგიტაციო მასალა შეიძლება გაიკრას შენობებზე, ნაგებობებზე და სხვა ობიექტებზე მათ მესაკუთრეებთან ან მფლობელებთან შეთანხმების შემთხვევაში. ამასთან, მათი გაკვრა აკრძალულია საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობებსა და ძეგლებზე, სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სასამართლოების, პროკურატურის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერზე და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0