10:54 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (139)
488 0 0

თბილისის მერია ყურადღებით ადევნებს თვალს, ვინ და სად აკრავს თავის სააგიტაციო პლაკატებს. დადგენილი წესების დარღვევისთვის ორი ოპოზიციური პარტია უკვე დაჯარიმდა.

თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. პარტიის „სტრატეგია აღმაშენებელი“ აქტივისტები თბილისში წინასაარჩევნო პლაკატების ბარათაშვილის ქუჩაზე გაკვრისთვის დააჯარიმეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

აქტივისტები პლაკატებს საცხოვრებელი სახლების კედლებსა და ღობეებზე აკრავდნენ. პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ პოლიციელები კანონის დარღვევით მოქმედებდნენ, ემუქრებოდნენ აქტივისტებს. ის მათ დასჯას მოითხოვს.

მანამდე ანალოგიური ქმედებებისთვის დაჯარიმდა კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია – „ევროპული საქართველო“.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ახალი პოლიტიკური პლატფორმაა, რომელიც პარტიების „ახალი საქართველო“ და „კანონი და სამართლიანობა“ ლიდერებმა გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა შექმნეს.

გიორგი ვაშაძე თბილისში ოპოზიციის მიერ შეთანხმებული მაჟორიტარი დეპუტატობის ექვსი კანდიდატიდან ერთ-ერთია. ის ისანში იყრის კენჭს.

თაკო ჩარკვიანმა თავისი კანდიდატურა საბურთალოს საარჩევნო ოლქში წარადგინა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (139)

მთავარი თემები