საქართველოს მთავარი „გემრიელი“ შოუ ეკრანებზე ახალი სეზონით ბრუნდება

© photo: Masterchef Georgia / FB პირველი არხის კულინარიული შოუ „მასტერშეფი“
პირველი არხის კულინარიული შოუ „მასტერშეფი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრადიციულად პროექტში „მასტერშეფი“ ეძებენ კულინარიული ხელოვნების ორიგინალურ, თვითმყოფად და ამბიციურ ოსტატებს

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. პირველი არხის პოპულარული კულინარიული შოუ „მასტერშეფის“ ახალი, მეოთხე სეზონი ტელეეკრანებზე 20 სექტემბერს გამოვა, ნათქვამია ტელეშოუს ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

პირველოი არხის კულინარიული შოუ „მასტერ-შეფი“ - Sputnik საქართველო
„მასტერ-შეფის“ კონკურსანტებმა ჟიური უნიკალური ქართული კერძებით გააკვირვეს

მაყურებლების სასიხარულოდ, რომლებსაც, რეიტინგიდან გამომდინარე, პროექტი ძალიან შეუყვარდათ, შოუს კასტინგები უკვე დაწყებულია. შერჩევის პროცესი პერიოდულად შუქდება ვიდეოებში და პირდაპირ ეთერში.

შოუს მონაწილეებს შეაფასებენ საქართველოს კულინართა ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რესტორან „შეფის ბებიის" დამაარსებელი, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული, შეფ-მზარეული კონსტანტინე თედელური და კულინარიის აკადემიის ლექტორი, შეფ-მზარეული ლუკა ნაჭყებია.

ქვეყნის საუკეთესო შეფ-მზარეულის წოდებისთვის ბრძოლის ახალ სეზონზე სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

„მასტერ-შეფის“ პირველი სეზონი 2019 წლის 18 მაისს დაიწყო. პროექტმა ტელეეკრანებთან მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა შეკრიბა. შოუში მონაწილეობის მისაღებად კასტინგი 70-მდე კულინარმა გაიარა.

იტალიური პასტა ქართულად და პიკანტური კრევეტები არაყში – „მასტერ-შეფმა" ათეული შეარჩია >>

„მასტერშეფის“ მესამე სეზონის გამარჯვებული გახდა მზარეული სერგო ოვჩარენკო. სწორედ მან მიიღო პროექტის მთავარი პრიზი - ბინა დედაქალაქის ცენტრში.

ყველა ახალი ამბავი
0