გიორგი ჭიაბრიშვილი მომავალი მატჩის ფავორიტად მოსკოვის გუნდს მიიჩნევს

© Sputnik / Alex Shlamovგიორგი ჭიაბრიშვილი
გიორგი ჭიაბრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელი ფეხბურთელები „დინამოსთან“ მატჩისთვის მაქსიმალური მობილიზაციითა და კონცენტრაციით მოემზადებიან, განაცხადა მწვრთნელმა

თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა შეაფასა უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრის შედეგები, რომლის მიხედვით „რკინიგზელები“ თბილისში მოსკოვის „დინამოელებს“ უმასპინძლებენ.

„პირველი ეტაპის წილისყრაზეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, გამართლება-არგამართლებაზე ნამდვილად არაა. პოტენციური მეტოქეებიდან, სამივე ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ევროტურნირებზე დიდი გამოცდილებით. მოვემზადებით ისე, როგორც აქამდე ვემზადებოდით - მაქსიმალური მობილიზებითა და კონცენტრაციით“, - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

მისი თქმით, მოსკოვის „დინამო“ ამ დაპირისპირების ფავორიტია, მაგრამ პირველ რაუნდზეც აუტსაიდერებად ვითვლებოდით, ფურცელზე სხვაა, მოედანზე კი სულ სხვა, აღნიშნა მან.

გიორგი ჭიაბრიშვილი - Sputnik საქართველო
ფეხბურთის კლუბ „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი: ხვალ ჩვენ ვნახავთ, რას წარმოვადგენთ

„ძალიან ძლიერი, მაღალბიუჯეტიანი მეტოქე გვყავს, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. შემადგენლობაში რუსეთის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების 12 ფეხბურთელი ჰყავთ. ასევე, ლეგიონერები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ხორვატია, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, ბოსნია, ნიგერია“, - აღნიშნა ქართველმა სპეციალისტმა.

ამასთან ჭიაბრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა დეტალებს არ ჩაუღრმავდება, რადგან „ლოკომოტივი“ საქართველოს ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩისთვის ემზადება. მთავარი მწვრთნელის თქმით, მხოლოდ „ჩიხურასთან“ მატჩის შემდეგ დაიწყება მომზადება მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩისთვის.

აღსანიშნავია, რომ უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრამდე, რომელიც შვეიცარიის ნიონში შედგა, თბილისის „ლოკომოტივის“ პოტენციური მეტოქეები იყვნენ: „გალათასარაი“ (თურქეთი), „კაირატი“ (ყაზახეთი) და „დინამო“ მოსკოვი.

სოსო ფრუიძე - Sputnik საქართველო
თბილისის „ლოკომოტივს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს

ტურნირის პირველ რაუნდში „ლოკომოტივმა“ საკუთარ მოედანზე მოუგო რუმინეთის „კრაიოვას“ 2:1. რაც შეეხება მოსკოვის „დინამოელებს“, ისინი თავის ევროპულ კამპანიას „რკინიგზელებთან      მატჩით დაიწყებენ.

შეხვედრა „ლოკომოტივსა“ და „დინამოს“ შორის თბილისში 17 სექტემბერს გაიმართება. უეფას რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც COVID-19-ის პანდემიას უკავშირდება, მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ბოლოჯერ ქართული და რუსული კლუბები ერთმანეთს 23 წლის წინ შეხვდნენ. მაშინ, 1997 წელს, ინტერტოტოს თასის გათამაშების ფარგლებში „ტორპედო-ლუჟნიკებმა“ თბილისში „მერანი-91-ს“ ანგარიშით 2:0 მოუგო.

ყველა ახალი ამბავი
0