ფეხბურთის კლუბ „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი: ხვალ ჩვენ ვნახავთ, რას წარმოვადგენთ

© Sputnik / Alex Shlamovგიორგი ჭიაბრიშვილი
გიორგი ჭიაბრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისის „ლოკომოტივს“ ევროთასებზე თამაშის გამოცდილება არ გააჩნია, რადგან ის 12 წელია არ გამოსულა ევროარენაზე, უეფას ევროპის ლიგაზე კი - 2005 წლის შემდეგ, აღნიშნა მწვრთნელმა

თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის წინ, რომელიც 27 აგვისტოს ჩატარდება, პრესკონფერენცია გამართა. თბილისის „ლოკომოტივი“ რუმინეთის კრაიოვას „უნივერსიტატეას“ თბილისში უმასპინძლებს.

„ჩვენ ძალიან სერიოზული მეტოქე გვყავს, მაგრამ ეს მოგვწონს. ასე შევძლებთ გავიგოთ, როგორ ვითარდება კლუბი და რა დონეზე ვართ ახლა. საბედნიეროდ, კლუბში არც ისე ბევრი ტრავმირებული მოთამაშეა - გუნდის ღერძი მზადაა მატჩისთვის“, - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

ამასთან, აღნიშნა, რომ ჯერ „ლოკომოტივი“ შორსაა იდეალური ფორმისგან.

„სატურნირო მდგომარეობით და ჩვენს მიერ ჩატარებული მატჩების შედეგებით (საქართველოს ჩემპიონატში X  ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ მეექვსე ადგილს იკავებს - რედ.) ჩანს, რომ შორს ვართ იმ თამაშისგან, რომლის ჩვენებაც გვინდა. ჩვენ მთელი გულით, შრომით, მონდომებით ვცდილობთ, რომ ნელ-ნელა ისეთ ფორმაში შევიდეთ, როგორიც გვსურს. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან. ცხადია, თამაშის ხარისხი ჯერ ისეთი არ არის როგორიც გვსურს, როგორც ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს და რა თქმა უნდა გულშემატკივარს სურს“, - დასძინა მან.

თბილისის „დინამო“ - Sputnik საქართველო
უეფას ჩემპიონთა ლიგაში თბილისის „დინამო“ ალბანეთის „ტირანასთან“ დამარცხდა

თბილისის „ლოკომოტივი“ ევროარენაზე 12 წელია არ გამოსულა, უეფას ევროპის ლიგაზე კი - 2005 წლის შემდეგ.

„ლოკომოტივის“ ამჟამინდელი შემადგენლობის მოთამაშეებს არა აქვთ ევროთასებზე გამოსვლის გამოცდილება. შეიძლება ეს დაგვეხმაროს კიდეც უფრო გაბედულად თამაშში, თუმცა გამოცდილების არქონა გულშემატკივრების წინაშე პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს“, - ხაზი გაუსვა ჭიაბრიშვილმა.

„ლოკომოტივისა“ და „უნივერსიტატეას“ შეხვედრა მიხეილ მესხის სახ. სტადიონზე 21:00 საათზე გაიმართება.

უეფას რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0