უეფას ჩემპიონთა ლიგაში თბილისის „დინამო“ ალბანეთის „ტირანასთან“ დამარცხდა

© photo: FC Dinamo Tbilisi / FBთბილისის „დინამო“
თბილისის „დინამო“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამგვარად, „დინამო“ უეფას ჩემპიონთა ლიგას ტოვებს, ხოლო „ტირანა“ მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში სერბეთის „ცრვენა ზვეზდას“ შეხვდება

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საფეხბურთო კლუბმა თბილისის „დინამომ“ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში საკუთარ მოედანზე ალბანეთის „ტირანასთან“ ანგარიშით 0:2 წააგო.

მასპინძლებმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყეს და ანგარიშის გახსნის იმედი მატჩის დასაწყისშივე ჰქონდათ. თუმცა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად რეალურად სახიფათო მომენტები „ტირანას“ კართან არ შექმნილა.

თბილისის „საბურთალო“ - გორის „დილა“ - Sputnik საქართველო
დასახელდა ქართული კლუბების მეტოქე გუნდები უეფას ევროპის ლიგაში

ალბანელები თითქმის არ გადასულან მეტოქის ნახევარზე, მაგრამ შესვენების წინ მაინც დაწინაურდნენ. აგუსტინ ტორასამ ისარგებლა „დინამოელების“ მეკარისა და მცველის შეუთანხმებელი მოქმედებებით და გოლიც გაიტანა.

შესვენების შემდეგ „დინამო არენას“ მოედანზე სიტუაცია არ შეცვლილა - მასპინძელი უტევდა, სტუმრები კი თავს იცავდნენ. „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა ანგარიშის გათანაბრების იმედით შემტევი ხაზი გააძლიერა, მაგრამ ამის ნაცვლად მისმა შეგირდებმა მეორე გოლიც გაუშვეს. როინ კვასხვაძემ ვერ დააფიქსირა ბურთი ერნესტ მუჩის შორეული დარტყმის შემდეგ, ხოლო ისმაელჯიჩმა საქმე ბოლომდე მიიყვანა.

დარჩენილ 10 წუთში „დინამოელებმა“ ორი-სამი სახიფათო მომენტი შექმნეს „ტირანას“ კართან, რამდენიმე კუთხური ჩააწოდეს, მაგრამ პრესტიჟის გოლის გატანაც ვერ შეძლეს.

ამგვარად, „დინამო“ უეფას ჩემპიონთა ლიგას ტოვებს, ხოლო „ტირანა“ მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში სერბეთის „ცრვენა ზვეზდას“ შეხვდება.

ყველა ახალი ამბავი
0