1 სექტემბრიდან პენსიის გაცემის წესი იცვლება

© photo: Sputnik"ლიბერთი ბანკი"
ლიბერთი ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, პენსიების განრიგით გაცემა საჭიროა იმისთვის, რომ პანდემიის დროს ბანკებთან რიგები არ იყოს.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება – პენსიონერებს მათი მიღება ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვის ჩათვლით პერიოდში შესაბამისი განრიგით შეუძლიათ, ნათქვამია Liberty Bank-ის განცხადებაში.

ასაკოვანი ადამიანები - Sputnik საქართველო
პენსია ახალი განრიგით გაიცემა – რას ემსახურება მთავრობის გადაწყვეტილება

ბანკის ინფორმაციით, სიახლის მიზანია, რომ მოხდეს პენსიონერების დიდი ნაკადის გადანაწილება და მათთვის უფრო კომფორტული პირობების შექმნა. ხანდაზმული პირები პანდემიის პერიოდში მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ამიტომაც მთავრობამ საბანკო სექტორთან ერთად გადაწყვიტა ყოველთვიურად პენსიის არა ერთ დღეს – 14 რიცხვში, არამედ 1-დან 14 რიცხვამდე დარიცხვა.

პენსიონერებს ეცოდინებათ საკუთარი განრიგი, რითიც თავიდან იქნება აცილებული რიგები.

პენსიონერები ინდივიდუალური თარიღის გაგებას შეძლებენ ბანკის ვებ-გვერდზე www.myliberty.ge, ცხელ ხაზზე 032 255 55 00 ან "ლიბერთის" ნებისმიერ სერვის-ცენტრში.

პენსიის ოდენობა საქართველოში ამჟამად 220 ლარს შეადგენს. 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებს პენსია 30 ლარით გაეზარდათ და მან 250 ლარს მიაღწია. ამ ოდენობის პენსიას სულ 410 ათასი ადამიანი იღებს.

მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრებთა პენსია კი, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონის თანახმად, 300 ლარია.

საქართველოში ქალებისთვის საპენსიო ასაკი 60 წელია, მამაკაცებისთვის – 65 წელი. საქართველოში სულ 770,3 ათასი პენსიონერია.

ყველა ახალი ამბავი
0