„ყოველი ახალი დღე ახალი პროვოკაცით იწყება“ - „პატრიოტთა ალიანსი“ სკანდალის ცენტრშია

© Sputnik / Vladimir Umikashviliპატრიოტთა ალიანსის აქცია
პატრიოტთა ალიანსის აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა საზოგადოებისა და მედიის მხრიდან კრიტიკას უპასუხა და აჭარაში წინასაარჩევნო პლაკატს პროვოკაცია უწოდა

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ახალი სკანდალი აგორდა - ამჯერად აჭარაში „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გამოკრული ბანერის ირგვლივ.

ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
„პატრიოტთა ალიანსი": გამოიკვლიეთ სინამდვილეში რით არიან დაკავებული NDI და IRI საქართველოში

მედიაში და სოციალურ ქსელებში გამოჩნდა „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერის ფოტოები, სადაც საქართველოს რუკაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მონიშნულია წითელი ფერით, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან ერთად. ქართული კანონმდებლობით, ამ ორ რეგიონს ოფიციალურად აქვს მინიჭებული „ოკუპირებული ტერიტორიების“ სტატუსი - აგვისტოს ომის და რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ.

ერთ-ერთი პლაკატი განათავსეს გონიოში, დაახლოებით რვა კილომეტრში თურქეთის საზღვართან, რომელსაც ალიანსი საქართველოს ტერიტორიების ექსპანსიას აბრალებს. პლაკატზე წარწერაა: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

ქართველმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამ ნაბიჯს „ანტიქართული“ უწოდეს. მდინარაძემ თავის Facebook-გვერდზე ისიც კი დაწერა, რომ „სიმართლე გითხრათ, თავიდან „ფეიკი" მეგონა“.

ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ პლაკატების დიზაინი არ ემთხვევა პარტიის ჩანაფიქრს და პროვოკაციაზე ალაპარაკდა.

„ყოველი ახალი დღე ახალი პროვოკაციით იწყება. დღეს აქტუალური ბათუმის ბანერის თემა გახდა. ეს ბანერი სრულიად განსხვავებული სახით მივიღეთ პოლიტსაბჭოზე. ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ როგორც ყურადღების მიპყრობის ცენტრი, წარწერით - sos!.. მართალია, წითელი ფერიც იხილებოდა, შავიც და ყავისფერიც და კიდევ ბევრი სხვა ვარიანტი...“, - დაწერა Facebook-ზე ინაშვილმა.

მისი თქმით, აჭარა განსაკუთრებულ ყურადღებას იმიტომ იმსახურებს, რომ მიმდინარეობს მისი ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია თურქეთის მიერ, რის შესახებ არაერთხელ განაცხადეს „ალიანსში“.

„სარფის საბაჟო პუნქტი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

„არ გამოვრიცხავ შიდა და გარე პროვოკაციას. ბანერიც სხვა ფერებში დაბეჭდეს, შეუთანხმებელ ადგილზე დაკიდეს, მერე თვითონვე მოხსნეს. ამით იაფფასიანი პიარი გაიკეთეს, ჩვენ კი ეს ყველაფერი ტელევიზიებიდან გავიგეთ!“, - განაცხადა ინაშვილმა.

გარდა ამისა, ინაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიაში მიუგზავნეს მოსყიდული ადამიანები, რომლებსაც შიდაპარტიული ინფორმაცია უნდა გაეგოთ. ინაშვილი ამტკიცებს, რომ ამისათვის მათ 50 ათასიდან 1 მილიონ ლარამდე თანხას გადაუხდიან.

ყველა ახალი ამბავი
0