„პატრიოტთა ალიანსი": გამოიკვლიეთ სინამდვილეში რით არიან დაკავებული NDI და IRI საქართველოში

© Sputnik / Vladimir Umikashviliირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა ყველას მოუწოდა, 26 იანვარს აქციაზე მივიდნენ და ერთად მოითხოვონ ქვეყანაში ამ ორგანიზაციებისთვის საქმიანობის აკრძალვა.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 26 იანვარს თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან აქციას გამართავს და მოითხოვს ამერიკული კვლევითი ცენტრების – აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქმიანობის გამოძიებასა და აკრძალვას, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე.

გასულ კვირაში, 16 იანვარს NDI-მ გამოაქვეყნა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები, რომლებიც როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ საკითხებს ეხება.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი NDI-ს კვლევის შედეგებს არ ენდობა

საქართველოში საკითხთა ფართო სპექტრის საზოგადოებრივი აზრის მასშტაბურ კვლევებს პრაქტიკულად მხოლოდ ორი ამერიკული ორგანიზაცია – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და აშშ-ის დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აწარმოებენ. პარტიების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს არაერთხელ გამოუხატავთ ამ გამოკითხვების მიმართ უნდობლობა. თუმცა, საქართველოში არც ერთი სხვა ორგანიზაცია მსგავსი გამოკითხვების ჩატარების ინიციატივით არ გამოდის.

„NDI-ს და IRI-ს თბილისის ოფისების მამხილებელი მთელი კამპანია დაიწყება 26 იანვრიდან. ჩვენ ამ დღეს, 16:00 საათზე შევიკრიბებით აშშ-ის საელჩოსთან, ვინაიდან ესენი ამერიკული ორგანიზაციები არიან და, შესაბამისად, საელჩოსთან მივმართავთ აშშ-ის ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს, შეაჩეროს ეს ტყუილი და დაასრულოს საქართველოში „ენდიაის" და „აირაის" ასეთი მავნე საქმიანობა, რაც ძალიან აბრაზებს ქართველ ხალხს", – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილმა საზოგადოებასა და მასმედიას მოუწოდა, გაერთიანდნენ ამ ორგანიზაციების ცრუ და მავნებლური საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში და მივიდნენ აქციაზე. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებისგან მოითხოვს, გამოიძიონ ამერიკული კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობა, აშშ-ის ხელისუფლებისგან კი – აუკრძალოს თავის ორგანიზაციებს საქართველოში საქმიანობა.

„პირდაპირ ვამბობ, რომ NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლორა ტორნტონი, ვფიქრობ, დაინტერესებულია ფინანსურად... ადგილი აქვს კორუფციას და ის ფულს იღებს ამ კვლევებში. ვინაიდან მე მაქვს ეჭვი, მოვითხოვ, დაიწყონ გამოძიება საგამოძიებო სტრუქტურებმა. ან შეცვალონ მენეჯმენტი და კვლევები სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩაატარონ, ან წავიდნენ საქართველოდან", – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

რა პრეტენზიები არსებობს NDI-სა და IRI-ს მიმართ

NDI საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევას 2009 წლიდან აწარმოებს. ბოლოს მისი დაკვეთით გამოკითხვა ისევ ჩაატარა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (СRRС) დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. გამოკითხვის ცდომილება, მკვლევარების მტკიცებით, +/- 1,9%-ია.

გადასასვლელზე - Sputnik საქართველო
„ეს ხუმრობაა?“ - თბილისში NDI-ს კვლევა გააკრიტიკეს

ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ – აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) წარმოადგინა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე.

IRI-ს გამოკითხვა მოიცავს საქართველოს ცხოვრების მრავალ სფეროს და ტრადიციულად ოპოზიციური პარტიების ნდობით სარგებლობს.

ინაშვილის თქმით, ამერიკული ორგანიზაციების გამოკითხვების შედეგები ფალსიფიცირებულია და მიმართულია ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ისინი საქართველოს უშიშროებას საფრთხეს უქმნის. მისი სიტყვებით, NDI და IRI ხელოვნურად უზრდიან რეიტინგებს პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომელთა რეიტინგიც 0% ან ნულზე დაბალია.

„ჯერ კიდევ 2017 წელს ჩავატარეთ დიდი გამოკითხვა, 28 517 ადამიანი გამოვკითხეთ და მათი 77% საერთოდ არ ენდობოდა NDI-ს და IRI-ს კვლევებს, მხოლოდ სამი პროცენტი ენდობოდა. მთავარი კი არის ის, რომ 28 517 ადამიანში, რომელთა ანკეტები გვქონდა შევსებული, ყველა მონაცემით, ვერც ერთი ადამიანი ვერ ვიპოვეთ, ვინც ერთხელ მაინც გამოუკითხავს ამ ორგანიზაციებს. ამიტომ ვამბობ, რომ მიდის ბრძოლა ქართული საზოგადოების წინააღმდეგ", – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

NDI-ს ბოლო გამოკითხვა

NDI-ს გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 40%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს არჩევნებზე. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" ემხრობა 20%, ოპოზიციურ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" – 13%.

კვლევის მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი (64%) უკმაყოფილოა საქართველოს მთავრობის საქმიანობით და გამოკითხულთა მხოლოდ მესამედს მოსწონს მინისტრთა კაბინეტის მუშაობა.

გამოკითხვა არჩევნებამდე თითქმის ერთი წლით ადრე – 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე ჩატარდა. გამოიკითხა 2,1 ათას რესპონდენტზე მეტი მთელ საქართველოში, მათ შორის, ეთნიკური სომხებითა და აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.

ყველა ახალი ამბავი
0