პრემიერი NDI-ს კვლევის შედეგებს არ ენდობა

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორიც არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი, საბოლოო „განაჩენს“ მაინც ამომრჩეველი გამოიტანს, ამბობს გიორგი გახარია.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების კომენტარისას.

ხუთშაბათს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 40%-ს ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რომელი პარტია მოსწონს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდასაჭერად მზად არის გამოკითხულთა 20%, ხოლო ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – 13%. 

გადასასვლელზე - Sputnik საქართველო
„ეს ხუმრობაა?“ - თბილისში NDI-ს კვლევა გააკრიტიკეს

„გულწრფელად ვამბობ, სამწუხაროდ, ყველა სხვადასხვა სახის კვლევები, იმის მაგივრად, რომ გახდეს გარკვეული დასკვნებისა და ანალიზის საფუძველი, ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა. ამიტომ ამ კვლევებთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შემიძლია გარდა იმისა, რომ საბოლოო განაჩენს მაინც ამომრჩეველი გამოიტანს და დაველოდოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი (64%) უკმაყოფილოა საქართველოს მთავრობის მუშაობით და გამოკითხულთა მხოლოდ მესამედს მოსწონს მინისტრთა კაბინეტის მუშაობა.

კვლევა ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით – საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის ერთი წლით ადრე. მკვლევარებმა გამოკითხეს 2.1 ათასზე მეტი რესპონდენტი მთელ საქართველოში, მათ შორის რეგიონებში და ეთნიკური სომხებისა და აზერბაიჯანელების კომპაქტურ დასახლებებში.

NDI საქართველოს საზოგადოებრივ აზრს 2009 წლიდან იკვლევს. გამოკითხვა მისი დაკვეთით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ (СRRС). მკვლევარების მტკიცებით, გამოკითხვის ცდომილება შეადგენს +/- 1,9%-ს.

 

ყველა ახალი ამბავი
0