ტყიბულში მეშახტის პროფესიულ დღეს აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიმეშახტე
მეშახტე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და კომპანია „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ აღდგომელაშვილმა მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ტყიბულში მეშახტის დღეს აღნიშნავენ, იუწყება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია.

საზეიმო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მეშახტეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

მაღაროელი - Sputnik საქართველო
ტყიბულის შახტი მუშაობას განაახლებს: რაზე დაითანხმა კომპანიამ მაღაროელები

„მინდა, ყველა მეშახტეს მივულოცე პროფესიული დღე და მადლობა გადავუხადო მათ იმ წვლილისთვის, რაც მათ შეაქვთ ამ დარგის და მთლიანად ეკონომიკის განვითარებაში, ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი საქმიანობა კიდევ უფრო დაფასებული იყოს და კიდევ უფრო მეტი როლი ითამაშონ მათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და კომპანია „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ აღდგომელაშვილმა მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ექვსმეტრიანი მემორიალური ნაგებობა ქალაქის შემოსასვლელში 2017 წლის ნოემბერში დაიდგა.

მეშახტის დღესთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელშიც ცნობილი მსახიობები და მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.

ასევე დაგეგმილია შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, ქუჩის თეატრის კოსტიუმირებული მსვლელობა და გასართობი პროგრამა, მოზარდებს საბავშვო ატრაქციონები უმასპინძლებს, ბავშვებისთვის ხატვის კონკურსიც გაიმართება, გამარჯვებულს კომპანია „საქნახშირი“ დაასაჩუქრებს.

ადამიანების ტყიბულის შახტის შესასვლელთან - Sputnik საქართველო
ასე არ ვიმუშავებთ! – ტყიბულელი მეშახტეები კვლავ გაიფიცნენ

საღამოს ექვს საათზე დასკვნითი კონცერტი გაიმართება. ტყიბულელების წინაშე წარდგებიან ნიაზ დიასამიძე & 33ა, გაგა ჩიხლაძე, ჯგუფები „გორდელა“ და REGGAEON-ი.

ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

დღეს ტყიბულში ორი შახტია - მინდელის და ძიძიგურის. დანარჩენი 25 კარიერი 2018 წლის ივლისიდან, მესამე ტრაგედიის შემდეგ, არ მუშაობს.

2018 წლის 5 აპრილს ექვსი მეშახტე დაიღუპა, 2018 წლის 2 ივნისს - ორი, 2018 წლის 16 ივლისს კი - ოთხი. მათი გარდაცვალების მიზეზი სხვადასხვაა - მეთანის აფეთქება, კედლების ჩამოშლა.

მას შემდეგ, რაც გერმანულმა კომპანიამ რისკები შეაფასა, 2019 წლის ოქტომბერში მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებმა მუშაობა განაახლეს ახალი ინვესტორის - ქართულ-უკრაინული კომპანიის Coal of Georgia ხელმძღვანელობით.

ყველა ახალი ამბავი
0