კორონავირუსით ინფიცირებულ ქალთან ერთად მატარებლის ვაგონში მყოფ მგზავრებს ეძებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსამგზავრო მატარებელი
სამგზავრო მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისი-ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა ქალმა, რომელსაც ზუგდიდში ჩასვლის შემდეგ სასტუმროში კორონავირუსი დაუდგინდა

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. თბილისი-ზუგდიდის მატარებლის იმ ვაგონის მგზავრებს ეძებენ, ვინც დადასტურებულ კოვიდინფიცირებულ ახალგაზრდა ქალთან ერთად მგზავრობდა, იუწყება პირველი არხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრზე დაყრდნობით.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
კორონავირუსის ახალი შემთხვევები: ორი პაციემტის წყარო უცნობია

ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის მოძიებულია ხუთი მგზავრი. სამი მათგანი თვითიზოლაციაში გადავიდა, ხოლო ორი კარანტინში გადაიყვანეს.

COVID-19 დღეს ზუგდიდში ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა. ის ზუგდიდში 28 აგვისტოს ჩავიდა და ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა. პაციენტი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასტუმროში ჩატარდა დეზინფექცია და თანამშრომელი, რომელსაც უშუალო ურთიერთობა ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან, თვითიზოლაციაშია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში შვიდით გაიზარდა და 1469-ს მიაღწია.

პანდემიის დაწყებიდან სულ გამოჯანმრთელდა 1221 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5924, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 209 პაციენტია.

არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაშია: მისი პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა >>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0