კორონავირუსის ახალი შემთხვევები: ორი პაციემტის წყარო უცნობია

© Sputnik / STRINGERრუსთავის ცენტრალური საავადმყოფო
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
COVID-19 დაუდასტურდა რუსთავში მცხოვრებ 47 წლის მამაკაცს, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობს. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს ადგენენ.

თბილისი, 30 აგვისტო - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების წყარო ორ შემთხვევაში უცნობია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფო ყაზახეთში - Sputnik საქართველო
ჯანმომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყაზახური ვაქცინა დაარეგისტრირა

რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, აქედან სამი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ორი იმპორტირებული შემთხვევაა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, წყაროს დადგენის მიზნით ორი პაციენტის კონტაქტების კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ზუგდიდში გამოვლინდა. ინფიცირებული თბილისიდან ჩასული ახალგაზრდა ქალბატონია, რომელიც სასტუმროში 28 აგვისტოს დაბინავდა. ახალგაზრდა ქალბატონი სამკურნალოდ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული შეიყვანეს, რომელიც აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.

COVID-19 დაუდასტურდა რუსთავში მცხოვრებ 47 წლის მამაკაცს, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობს. ინფორმაციას რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე ადასტურებს. მან მომატებული ტემპერატურით რუსთავის ცხელების ცენტრს მიაკითხა. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს ადგენენ.

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ბათუმში გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ორი ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულია, მეორე კი, ქობულეთში ბოლოს დაფიქსირებული შემთხვევის კონტაქტია. ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

COVID-19-ის ვაქცინის წარმოება ფარმაცევტულ ქარხანაში „ბინოფარმი“ - Sputnik საქართველო
ვის აცრიან კორონავირუსზე საქართველოში: პირველი დეტალები

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1469-ს მიაღწია, პანდემიის დაწყებიდან სულ გამოჯანმრთელდა 1221 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5924, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 209 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0