თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა თბილისშია: მას PCR ტესტი ჩაუტარდა

© photo: Sputnikაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდის დედას საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაეხმარა.

თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედა უკვე თბილისშია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 11 წლის ბიჭი 23 აგვისტოს საკუთარი სახლის ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მოზარდის დედას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურები დარღვეული ჰქონდა და მას საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაეხმარა. მანამდე ის  თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან  საბერძნეთში გააბრუნეს. მიზეზი ვადაგასული პასპორტი და საზღვრის გადაკვეთის წესების დარღვევა გახდა.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
11 წლის გარდაცვლილი მოზარდის ბებია საპატრიარქოს თხოვნით მიმართავს

გარდაცვლილი ბავშვის დედას აეროპორტში PCR ტესტი ჩაუტარდა, COVID-19-ზე უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ კი, დაახლოებით 24 საათში, ის სოფელში ჩასვლას და შვილთან გამომშვიდობებას შეძლებს.

არსებობს ეჭვი, რომ ბავშვის სიკვდილთან კავშირი აქვს მამას, რომელიც, ნათესავებისა და მეზობლების თქმით, ბავშვს გამუდმებით ცუდად ექცეოდა. იგი დაკავებულია და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაპატიმრებულია.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით წარედგინა.

მოზარდის გარდაცვალებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა დააკისრა ყველას, ვინც იცოდა ძალადობის ფაქტის შესახებ და არანაირი ზომა ამის აღსაკვეთად არ მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0