თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. იმ კომპანიის თანამშრომლები, რომლებმაც ხევსურეთში ტური მოაწყვეს, გამოკითხვაზე დაიბარეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა>>
კვირა საღამოს შატილის გზაზე ავტოკატასტროფას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი გიდია და ერთი უცხოეთის მოქალაქე. 80 მეტრი სიმაღლიდან გადავარდნილი მიკროავტობუსის მგზავრებიდან სამი გადარჩა. ისინი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. ექიმები აცხადებენ, რომ დაშავებულები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან.
მომხდართან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლებს ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ. წინასწარი ინფორმაციით, ტური ერთდღიანი იყო, მიკროავტობუსი კი, სავარაუდოდ, ტურისტულ კომპანია Traveler.ge-ს ეკუთვნის.
კომპანია განცხადების გაკეთებას მას შემდეგ აპირებს, რაც შსს გამოძიებას დაასრულებს.
ხევსურეთში მომხდარი ტრაგედიის გამო 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას ხელი დღეს ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ მოაწერა.
გლოვის დღეს საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.